ჯანდაცვა

,,ჯანდაცვის მინისტრის დამცველები და ცხვირის მხოცავები ნუ გამომეხმაურებით…”

,,გუშინ ახლობელი გარდაიცვალა კოვიდით, ჩივილების გამოვლენისთანავე თვითონ და მისი მეუღლეც საავადმუოფოში დაწვნენ, ორივენი ექიმები არიან. 10 დღე მხოლოდ წნევას უზომავდნენ და სატურაციას, პალატაში გამოკეტილები ღვთის ანაბარად იყვნენ. გუშინ დამძიმდა, დამძიმდა და საუნივერსიტეტო კლინიკაში რომ გადაიყვანეს, იქ უთხრეს- დააგვიანეთო.. რა დაააგვიანეთს, რაააა, კორონა სანამ შეეყრებოდათ, მანამ უნდა დაწოლილიყვნენ? ცოტა მეტი ორგანიზებულობა და ეს ბლია-ბლია და ტელევიზიის ეთერებში თავის მართლებებს რო შეეშვათ… ამხელა რესპუბლიკური საავადმყოფო და ონკოლოგიურის შენობები რას დაგიყუდებიათ უფუნქციოდ, რას ელოდებით, რააააააააას, სანამ ერთი საავადმყოფო ხალხი არ დავრჩებით ამ ქვეყანაში??? ეს ექიმებიც გაწყდნენ წელში, ვინმე თავიანი კაცი არ მოიძებნება რო მენეჯერი იყოს და პრობლემას სწორად ხედავდეს? ჯანდაცვის მინისტრის დამცველები და ცხვირის მხოცავები ნუ გამომეხმაურებით…
ღმერთო, გაანათლე თემური ქართველიშვილის სული!!!” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე.

Related Articles

Back to top button
Close