პოლიტიკა

“ივანიშვილი ღიად პოლიტიკაში თავის გადასარჩენად დაბრუნდა”

შალვა ნათელაშვილი: _ ბიძინა ივანიშვილი აქამდე არალეგალურად ხელმძღვანელობდა სახელმწიფოს, სახელმწიფოს კი არა, თავის კრიმინალურ ბიზნეს-კორპორაციას, რომელის ერთ სეგმენტად აქცია ქართული სახელწიფო და ქართველი ხალხი. ახლა იძულებული გახდა ლეგალურად გამოჩენილიყო. მას უკვე ჩამოეხსნა ნიღაბი და იძულებული გახდა დაედასტურებინა, რომ ჩვენს მიერ მსოფლიო დონეზე აწეული პიარი, რომ ის უკანონოდ, კრიმინალურად, ჩრდილოვანი მეთოდებით მართავდა სახელმწიფოს. ნურავინ იფიქრებს, რომ ბატონი პოლიტიკურ არენაზე ღია გამოვიდა მისი გაკოტრებული გუნდის გადასარჩენად. ახალი გუნდის შეკოწიწებას, დიდ ფულით, ჩრდილიდანაც მოახერხებდა. საქმე ის გახლვათ, რომ საფრთხე დაემუქრა მის რეჟიმს _ ოლიგარქიულ-საბანკო დიქტატურას, რომელის შემქნელიც თავადაა, მაგარამ სისტემის საფრთხოს გამოც არ გამოვარდებოდა. პირადად მის მილიარდებს, მდგომარეობას შეექმნა სერიოზული საფრე შეექმნა. მას გადავუკეთეთ ყველა გზა და თვითგადარჩენის ინსტრიქტმა ამ ერთადერთ გზაზე გამოიყვანა. ეს ჩვენი ექვსწლიანი ბრძოლა _ ლამის ატალნატიკაზე ხიდის გადება, აშშ_ ს სენატთან, კონგრეთან, სახელმწიფო დეპარტამენტთან მუშაობა, დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის პოლიტიკურ წრეებთან ინფორმაციული კონტაქსტი, ევროკავშირთან მუშაობა _ ბრძოლა, რომ ივანიშვილი არის უკანონო ხელისუფალი, შავი მილიარდების მფლობელი და ოფშორებში გამტანი, და რომ ის აგრძელებს ამ შავი ფულის შოვნას ქართველი ხალხის უბედურებით_ ჰესების მშენებლობით, ოქროს საბადოს გაფართოებით, ხალხის მოწამვლით, მილიონობით ხეების და ტყეების გაჩეხვით. ეს ყველაფერი როგორც ბომბი გასკდა დასავლეთში და დღეს აშშს- ფინანსთა სამინისტრო იხილავ ბიძინა ივანიშვილისთვის ფინანსური სანქციების დაწესების საკითხს, აშშ-ს კანონის თანახმად, რომელიც გასულ წელს მიიღეს რუსი ოლიგარქების წინაარმდეგ. უფრო მეტიც, კონგრესში, კონგრესმენმა რასელმა და ჩვენმა სხვა მეგობარმა კონგრესმენთა ჯგუფმა, დაარეგისტრირეს კანონი ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების თაობაზე. ესეც არ ვაკმარეთ. ხეთა საზარელი სასაკლაოს აღმოჩენის შემდეგ, რაც მან გააკეთა ოქროს საბადოს გაფართოებისთვის, ჩვენ მივმართეთ დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ მინიტრს, თემთა პალატის ორივე პარტიას და ლონდონის საფონდო ბირჟას, სადაც ყიდის ივანიშვილი ჩვენგან გატაცებულ ოქროს და იქაც უკვე საფრთხე შეექმნა. იმავდოულად, სწორედ ამ პერიოდში ვმუშაობდით საფრანგეთის პარლამენტთან, მთავრობის წევრებთან ანგოლა გეითის საქმეზე _ 870 მლნ დოლარის რუსული იარაღის ანგოლაში გაყიდვაზე, სამოქალაქო ომის დროს, რასაც მილიონზე მეტი ადამიანი შეეწირა. ანუ ამ საკაცობრიობო არამზადას რამდენიმე მხრიდან ემუქრება სერიოზული საფრთხე. რომელიმე ქვეყანამ შეიძლება გასცეს სანქცია, აღიძრას საქმე, დაუყადაღონ ანგარიშები. ამიტომ წამოვიდა მეორე წრეზე. ამით უნდა გადაირჩინოს თავის პასუხისმგებლობისგან, როგორც პარტიის ლიდერმა სტატუსი გახდეს მისთვის ფარი, თავდაცვის ბერკეტი. თვითგადარჩენის ინსტიქტმა გაახსნევინა სამაშველო რგოლი და უკვე მეორედ მოევლინა ქვეყანა მესიის როლში. პირველი მესიანობა როგორ დასრულდა, ყველამ ვიცით. ვპირდები ივანიშვილს: ვერანაირი პოლიტიკაში დაბრუნება ვერ უშველის იმ ცოდვების გასანეიტრალებლად, რაც ჩადენილი აქვს.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close