პოლიტიკა
ივანიშვილის სატელევიზიო გამოსვლის შემდეგ, 6 გუბერნატორის თავი გაგორდა _ ,,მალე დაიწყება დაჭერები”
თანამდებობიდან გურიის გუბერნატორიც გადადგა. გუბერნატორის მოადგილე აცხადებს, რომ ჭანუყვაძემ თანამდებობა საკუთარი ინიციტივით დატოვა.
„დაემშვიდობა თანამშრომლებს. მიზეზები არ ვიცი. ოფიციალური განკარგულება ჯერ არაა და დაველოდოთ,“-ამბობს გურიის გუბერნატორის მოადგილე არჩილ ყაზაიშვილი.
შეგახსენებთ, რომ თანამდებობიდან გათავისუფლდნენ, შიდა ქართლის, მცხეთა-თიანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორები.
ჩვენი ინფორმაციით, ივანიშვილმა ხელისუფლებას კვირიკაშვილის კლანის წინააღმდეგ, სამაგიეროს გადახდის მიზნით, მწვანე შუქი აუნთო. როგორც გვითხრეს, ,პროცესი გაგრძელდება და გათავისუფლებებს, დაკავებებიც მალე მოჰყვება”.