პოლიტიკა

,,ივანიშვილის რეჟიმი საბოლოოდ ჩამოყალიბდა ტერორისტულ დიქტატურად”

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი განცხადებას ავრცელებს.

,,ხელისუფლების მხრიდან ყოველდღიურობად გადაიქცა ძალადობა და რეპრესიები როგორც ხალხზე, ასევე პოლიტიკურ ოპოზიციაზე. გუშინ, ოზურგეთის საკრებულოში მმართველი ოცნების დეპუტატები ტერორისტულად თავს დაესხნენ ოპოზიციონერ დეპუტატ ბატონ ქათამაძეს და მიაყენეს მას ფიზიკური დაზიანებები. ივანიშვილის რეჟიმი საბოლოოდ ჩამოყალიბდა ტერორისტულ დიქტატურად.

მივმართავთ საქართველოს მეგობარი ყველა დემოკრატიული ქვეყნის მთავრობებს, ძალადობაში მხილებულ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს აეკრძალოთ ევროკავშირისა და შეერთებული შტატების ტერიტორიაზე შესვლა” _ აღნიშნულია განცხადებაში.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close