სამართალი და კრიმინალი

თურქეთში მოკლული ქართველის ვინაობა ცნობილია

36 წლის დავით ალხანაშვილი, იგივე “დათო პანკისკი” სტამბოლში მოკლეს.

მომხდარის შესახებ ინფორმაციას მისი მშობლები და ნათესავები ადასტურებენ, რომლებიც თელავის რაიონის სოფელ შალაურში ცხოვრობენ და სამძიმარს იღებენ.

მათი ინფორმაციით, რესტორანში მყოფ ალხანაშვილს უცნობმა პირმა დაურეკა, გარეთ გაიყვანა და ცეცხლსასროლი იარაღიდან სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

გავრცელებული ინფორმაციით, ალხანაშვილს ქურდულ სამყაროსთან ჰქონდა კავშირი და მასზე ე.წ. “კანონიერი ქურდის”, ზაქარია კალაშოვის, იგივე “შაქრო მოლოდოის” გარემოცვამ შური იძია.

დავით ალხანაშვილი პანკისის ხეობის სოფელ ომალოდან არის. ცხედრის გადმოსვენების პროცედურები უკვე დაწყებულია.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close