საზოგადოება
თეთნულდს შესაძლოა მთის მასა მოწყდეს
სვანეთში, თეთნულდის მთის ფერდობებიდან ღვარცოფი ჩამოწვა და სოფელ ჟაბეჟში მდინარე გადაკეტა, რის გამო წყლის დონე მატულობს. ინფორმაციას ipress ავრცელებს.
მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე, ნელი ნავერიანი აცხადებს, რომ სანამ მდინარე მუჟავა არ ადიდებულა, მანამდე საფრთხე არ არსებობს.
„გადაუდებელმა წვიმებმა და უხვმა ნალექმა მთებიდან ღვარცოფი ჩამოიტანა. მდინარე მუჟავა ოდნავ ადიდებულია, თუმცა საგანგაშო ამ ეტაპზე არაფერია. თუ წვიმა არ შეწყდება შესაძლებელია თეთნულდს მასა მოწყდეს. თუმცა ამ ეტაპზე ამის საშიშროება არ დგას“, – აღნიშნა ნავერიანმა.