თბილისში, საბავშვო ბაღის აღსაზრდელი გარდაიცვალა _ ,,არ ვიცი, ასეთი საშინელება რატომ მოხდა”
თბილისის 56-ე საბავშო ბაღის აღსაზრდელი გარდაიცვალა. მცირეწლოვანს სავარაუდოდ ჩუთყვავილას გართულებული ფორმა ჰქონდა და მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. ბაღის დირექტორი ადასტურებს, რომ მსგავსი სიმპტომები კიდევ რამდენიმე ბავშვს აღენიშნება და მოზარდები ჩუტყვავილას შედარებით მსუბუქი ფორმით მკურნალობენ.
“ეს ვირუსები ყოველთვის მაინც არის და არ ვიცი ასეთი საშინელი შემთხვევა რატომ მოხდა, რატომ დამძიმდა ბავშვი. განადგურებულია მთელი ოჯახი და მთელი ბაღი,“-აცხადებს 56-ე ბაგა-ბაღის დირექტორი მზია ჯილაძე.
სააღმზრდელო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი დროებით შეწყდა, პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები ადგილზე უკვე ჩატარდა.
„ასეთ უბედური შემთხვევები ხდება ხოლმე. ძალიან იშვიათად მაგრამ ხდება. შეიძლება თანდართული ფონი იყო რაიმე დაავადების, მაგრამ ასეთი მძიმე შედეგით დამთავრდა. რა თქმა უნდა ჩვენი სამსახური, მუშაობს ამ შემთხვევაზე,“-განაცხადა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ.
წყარო: რუსთავი 2