საზოგადოება

თბილისში გაიყიდა AKM-ის ავტომატი 60 საბრძოლო ვაზნით – ,,მხედრიონი”-ს ეპოქა დაბრუნდა?

   თბილისში მაცხოვრებელმა, 62 წლის მამაკაცმა კალაშნიკოვის მარკის ავტომატი გაყიდა ათას ხუთას დოლარად. ის უკვე დააკავეს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენის, შენახვისა და ყიდვის ფაქტზე. ამ ინფორმაციას საკუთარ ვებგვერდზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულმა მიჰყიდა ცეცხლსასროლი იარაღი –   AKM-ის ავტომატი  60 საბრძოლო ვაზნით მიჰყიდა ასევე თბილისელს. ათას ხუთასი დოლარი პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკის დროს ამოიღო. დაკავებულმა აღიარა ბრალი. სისხლის სამართლის საქმე ,,ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაცემა , გაყიდვის მუხლით აღიძრა. დანაშაული ითვალისწინებს 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
  ამ ინფორმაციამ ,,მხედრიონი”-ის ეპოქა გაგვახსენა, როცა საქართველოში, ქუჩებში  რიგითი მოქალაქეებიც ავტომატებით დარბოდნენ და იარაღის ყიდვა-გაყიდვაც არ წარმოადგენდა პრობლემას. 
სალომე მგელიაშვილი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close