სამართალი და კრიმინალი

თბილისის საქალაქო სასამართლოში სემეკ-სა და პირველ არხს შორის სასამართლო პროცესი დაიწყო

თბილისის საქალაქო სასამართლოში კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა და პირველ არხს შორის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. საქმე ეხება 15 სექტემბერს “დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველოს” მიერ კომუნიკაციების მარეგულირებელში შესულ საჩივარს, სადაც კახა კუკავა აპროტესტებს, რომ მისი საარჩევნო ვიდეო რგოლის მაუწყებლის საეთერო ბადეში არ მოხვდა.

კერძოდ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მიიჩნია, რომ აღნიშნული ვიდეო რგოლი შეიცავდა კომერციული რეკლამის ელემენტებს, სადაც დასახელებული იყო და კადრში ჩანდა ერთ-ერთი მედიკამენტი, რომლის ფასიც ამავე ვიდეო რგოლში იყო დასახელებული.

მაუწყებლის იურისტები განმარტავენ, რომ მაუწყებლის შესახებ კანონში მკაფიოდ არის განმარტებული, რომ საზოგადოებრივ მაუწყებლის კომერციული შინაარსის რეკლამის განთავსება ეკრძალება, აქედან გამომდინარე მიიღო პირველმა არხმა გადაწყვეტილება და კახა კუკავას საარჩევნო რეკლამა ეთერში არ გაუშვა.

კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ მიიჩნია, რომ აღნიშნული ვიდეო რგოლი არ ემსახურებოდა კომერციული რეკლამის განთავსებას და შესაბამისად ის მაუწყებლის საეთერო ბადეში უნდა მოხვედრილიყო.

კომისიის მიერ მაუწყებელთან გამოგზავნილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმში საუბარია, რომ მაუწყებელმა დაარღვია “საარჩევნო კოდექსის” 51-ე მუხლით ნაკისრი ვალდებულება, რაც საარჩევნო სუბიექტებისთვის საეთერო დროის გამოყოფას გულისხმობს. თავის მხრივ მაუწყებლის იურისტები განმარტავენ, რომ არც “საარჩევნო კოდექსი” და არც “რეკლამის შესახებ კანონი ” გამონაკლისის სახით საარჩევნო სუბიექტების მიერ დამზადებულ რეკლამაში კომერციული ელემენტების განთავსებას არ ცნობს.

წყარო

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close