სამართალი და კრიმინალი

თბილისის ზღვაზე ავტომობილის გადავარდნას მსხვერპლი მოჰყვა

თბილისის ზღვაში ავტომობილის გადავარდნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. უბედური შემთხვევა გუშინ ღამით, დაახლოებიოთ 01:30 საათზე მოხდა.
”ოპელის” მარკის ავტომობილის მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა, გზიდან გადავიდა და წყალში გადავარდა.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მისულ მაშველებს ორი ადამიანი გარდაცვლილი დახვდათ, რომლებიც მყვინთავებმა ნაპირზე გამოიყვანეს. ორი დაშავებული მგზავრის გადარჩენა კი, მაშველებმა მოახერხეს.

ინტერპრესნიუსი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close