პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანის შვილი, თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს.

“აი ახლა,ცოტა მოვიკრიბე გონება( როგორც იტყვიან) და მინდა დიდი მადლობა მოვახსენო მთელ საქართველოს, მთელ საქართველოს მეთქი( თავს უფლებას ვაძლევ, ასე ვთქვა), რადგან ამდენი ხალხი, ასეთი ტალღა-ოკეანე, რომელიც ასე მეგონა ჩემს ძარღვებში- სულში შემოდიოდა იმ დღეებში სამძიმარზე ჭირის გასაზიარებლად, მანამდე არასოდეს მენახა- არ ვიცოდი მანამდე, მწუხრის ჟამს თუ შესაძლებელი იყო, რომ წყვდიადში და სიცარიელეში- საოცარ სიცარიელეში სინათლე დაგენახა- თქვენ ხართ ჩემი სინათლე- ჩემი პატარა და დიდი საქართველოა ჩემი სინათლე- მადლობას გიხდით დღეს- მამას დაკრძალვიდან მესამე დღეს, რადგან ჯანსუღი მეტყოდა ხოლმე ” მადლობის თქმა არ დაგაგვიანდესო”- ჰო და შემეშინდა არ დამგვიანებოდა ამის თქმა- მიყვარხართ- მე მიყვარს ეს “ოკეანე”, რომელიც ჩემს სულში შემოვიდა

კომენტარები
Загрузка...