საზოგადოება

თათია დოლიძე: დაინტერესდით და გაიგებთ, რატომ ვიცნობ ტიმურს და რა ურთიერთობა მაქვს…

გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილი წარმომადგენელი, თათია დოლიძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტომასალაზე, სადაც ის “ქართული მარშის“ წარმომადგენელთა და არამხოლოდ მათი მტკიცებით ოს სეპარატისტთან ერთად არის გადაღებული, განმარტებებს აკეთებს.

“ჩემი და ტიმურ ცხურბატის ფოტოს ავრცელებენ, ტექსტით, რომ მოღალატე ვარ, თითქოს ეს ფოტო თავად ჩემი გამოქვეყნებული არ იყოს ფბ-ზე. სასაცილოა ეს ცილისწამება უკვე.  რადგან გაინტერესებთ, გიპასუხებთ, რომ მე ვარ ქართველებსა და ოსებს შორის ნდობის აღდგენის პროცესის ერთ-ერთი მონაწილე, გაეროს განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში “team of trust”.  ტიმური არის ოსი, სურს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა და ნაბრძოლია ქართველების წინააღმდეგ, თუმცა დღეს ამბობს, რომ მას ომი არ უნდა და ნდობის აღდგენის პროცესშია ჩართული. იგი დღეს არის ახალგაზრდა ოსების დელეგაციის უფროსი. თუ დაწვრილებით გაინტერესებთ ჩვენი ამ პროექტის შესახებ, ბმულსაც გაგიზიარებთ. სანამ რამეს იტყოდეთ, ინფორმაცია გადაამოწმეთ ხოლმე. საჯაროა ხომ ეს ყველაფერი? დაინტერესდით და გაიგებთ რატომ ვიცნობ ტიმურს და რა ურთიერთობა მაქვს – უბრალოდ, არ გაწყობთ, რომ გაიგოთ, რომ ყველგან საქართველოს ინტერესებს ვიცავ და ქვეყნის ღირსეული შვილი ვარ. თქვენ ამის საპირისპირო ინფორმაცია გაწყობთ, მაგრამ თქვენდა საუბედუროდ, ასეთი არ არსებობს“, – წერს დოლიძე.

მას ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი “ქართველთა მარშის“ ერთ-ერთი ორგანიზატორის, რამაზ გაგნიძის ინფორმაციაზე იმის შესახებ, რომ თითქოს დოლიძის მამას მოსკოვში, ლუბლინოს უბანში პროფილაქტიკა აქვს.

თათია დოლიძის მიმართ სოციალური ქსელით გავრცელებული სავარაუდო მუქარის ფაქტზე 17 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. სამართალდამცველებმა ის უკვე გამოკითხეს. საქმე ეხება „ქართული მარშის“ აქციის მონაწილეების სახელით თათია დოლიძის ერთ-ერთ სტატუსზე დაწერილ მუქარებსა და შეურაცხმყოფელ კომენტარებს.

წყარო: imedinews.ge

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close