საზოგადოება

ზღვაში 44 წლის კაცს ეძებენ

ბათუმში, ზღვაში 44 წლის კაცს ეძებენ. როგორც დაკარგულის ოჯახის წევრებმა განაცხადეს, სამძებრო სამუშაოები შავი ზღვის აჭარის აკვატორიასა და ფოთში მომდინარეობს.

სამძებრო სამუშაოებში 100-მდე მაშველია ჩართული. ძებნა გუშინ 21:00 საათიდან დაიწყო და ამინდის გაუარესებამდე გაგრძელდება.

თვითმხილველების თქმით, კაცი ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ბანაობდა. სანაპიროზე მისი პირადი ნივთები იპოვეს.

დაკარგული კაცი უფლებადამცველის თამაზ ბაკურიძის ძმაა, სანაპიროზე ოჯახის წევრები არიან შეკრებილი

იმედი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close