კატეგორიის გარეშესაზოგადოება

თემურ შაშიაშვილი: ხელისუფლება იჭერს, დრო ასამართლებს

   „ხელისუფლება იჭერს, დრო ასამართლებს. დრო ყველა ხელისუფლებას გაასამართლებს. ძლიერი არ იჭერს, ძლიერი მუშაობს“, –  ასე უპასუხა „თეთრების“ ლიდერმა თეიმურაზ შაშიაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე დასმულ კითხვას „გამოცხადებული დაპატიმრებების ქრონიკის“ შესახებ,

„ივანიშვილი ძალით ქმნის ყალბ გმირებს. ასეთებია ისინი, ვინც მან დაიჭირა.  სწორედ ეს დაჭერები ადასტურებს ხელისუფლების სისუსტეს. მან შექმნა გმირი ოქრუაშვილისგან,  მან შექმნა გმირი ხაზარაძისგანაც, რომლის მიმართ აქამდე  ალბათ მოსახლეობის 2-3 პროცენტი თუ იქნებოდა სიმპათიით განწყობილი. ისიც აშკარაა, რომ ივანიშვილის ხელისუფლებას ეშინია ფულიანების. ანუ ისეთების, როგორიც თვითონაა. რადგან თავად მოიპოვეს ყველაფერი ფულით!“,  – განაცხადა თემურ შაშიაშვილმა.

ის  ასევე შეეხო მედიის შეზღუდვის გამოკვეთილ ტენდენციებს და  განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ლევან ვასაძის ბოლოდროინდელ განცხადებაზე.

„გული ჩამწყდა, როცა წავიკითხე  ვასაძის მიმართვა მედიის შეზღუდვის შესახებ. გაგიჟებული ვარ! ასეთი განცხადება, პრესაზე კონტროლის დაწესებისა წარმოუდგენელია. პირიქით,მოვუწოდებ ივანიშვილს, როგორც ჩემი გუბერნატორობის დროს, გამართოს ყოველ ორშაბათს პირდაპირი გადაცემა აკრედიტაციის გარეშე და ყველას მიეცეს კითხვების დასმის საშუალება. თუ მართალი ხარ არ უნდა გეშინოდეს მედიის!“ ,  – განაცხადა „თეთრების“ ლიდერმა.

„თეთრების“ პრეს-ცენტრი

 

Related Articles

Back to top button
Close