ვის ეკუთვნოდა პირველი ავტომობილი საქართველოში – ,,ორი ღორი და ძაღლი გაუტანია, ადამიანის მსხვერპლი არ ყოფილა…”
1901 წელს, სენაკში მცხოვრებმა აზნაურმა ვარლამ გოთუამ საქართველოში პირველი ავტომანქანა ჩამოიყვანა. მანქანა სავარაუდოდ „როლს როისის“ მარკის იყო, რომლითაც მგზავრობა 12 ადამიანს შეეძლო. მოძრაობდა დაახლოებით 25 კილომეტრ საათის სიჩქარით.
სენაკის მერის თანაშემწე ედიშერ ბაღათურია გვიყვება, რომ ეს ავტომანქანა იყო პირველი საზოგადოებრივი მექანიკური ტრანსპორტი სენაკი-ზუგდიდის გზაზე. მისი ფასი ერთი მანეთი და ოცი კაპიკი ყოფილა. ოცი კაპიკით მეტი, ვიდრე დილიჟანსი და ეტლი.
„საათ-ნახევარი უნდებოდა გზის გავლას და ნახევარი საათი სადგურებში ჩერდებოდა, მაგრამ გვათუას მალე გამოუჩნდა კონკურენტები, მეფურგუნეებისა და მეეტლეების სახით, რომლებიც ამ გზაზე მოძრაობდნენ.
„არავითარი უბედური შემთხვევა ადამიანის მხრივ არა ყოფილა, იმის გარდა, რომ ამ ორის კვირის წინად ავტომობილმა გასრისა ორი ღორი და ერთიც ძაღლი. მაგრამ ამის პასუხისმგებელიც, რასაკვირველია,
რამდენი ხანი იმოძრავა მანქანამ, უცნობია. თუმცა როგორც ედიშერ ბაღათურია ამბობს, ის, რაც ავტომანქანის შესახებაა ცნობილია, უკვე საინტერესოა და უახლოეს პერიოდში პირველ ავტომანქანას ქალაქში ძეგლსაც დაუდგამენ:
„ჩვენ, სენაკელებმა შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ პირველი ავტომანქანა სწორედ სენაკში იყო ჩამოყვანილი. მაკეტი ახლა ტექნიკურ სამუშაოებს გადის. მას ქალაქის ცენტრში დავდგამთ. ვფიქრობთ, ამით ჩვენი ქალაქის ისტორიის ერთ-ერთ საინტერესო ნაწილს გავაცოცხლებთ“.
მაკეტი ამჟამად სენაკის ერთ-ერთ ავტოსახელოსნოშია. უახლოეს მომავალში მას სავარაუდოდ რკინიგზის სადგურთან დაამონტაჟებენ.
წყარო: autobild.ge