კატეგორიის გარეშე

„ვისაც ლიმონი ჩამოვუტანე, ყველას შვილი ეყოლა“

ნინო ჩხეიძე: „მუცელი მომეშალა, ორსულად არ ვრჩებოდი, წმინდა მარიამის სახლთან წყალი დავლიე და ვთხოვე, შვილი მყოლოდა...“

ჯვრის მონასტრის ეზოში ხარობს ლიმონის ხე, რომლის ნაყოფიც, გადმოცემის მიხედვით, გასათხოვარ ქალებსა და უშვილო წყვილებს შეეწევა. მისი სასწაულმოქმედი ძალა მომღერალმა ნინო ჩხეიძემაც გამოსცად, რომელიც „პრაიმტაიმთან” ყვება:

.

-თურქეთში დასასვენებლად ვიყავი, სრულიად დაუგეგმავად თქვეს, რომ ექსკურსიაზე მივდიოდით. მაშინ  ღვთისმშობლის სახლში აღმოვჩნდი, იქვე წყალი ჩამოდის. გვითხრეს, რომ სასწაულმოქმედი წყალი იყო და დალევისას სანუკვარი სურვილი უნდა ჩაგვეფიქრებინა.

პირველ ბავშვზე ფეხმძიმობა შეწყდა და მუცელი მომეშალა, ორსულად არ ვრჩებოდი, ამ ამბავს ძალიან განვიცდიდი. წმინდა მარიამის სახლთან წყალი დავლიე და ვთხოვე, შვილი მყოლოდა.

ზუსტად ორ კვირაში გავიგე, რომ ორსულად ვიყავი და დედა გავხდებოდი. ასე დაიბადა ჩემი მარიამი, რომელსაც ღვთისმშობლის პატივსაცემად და მადლიერების ნიშნად მისი სახელი დავარქვი.

მე ამ ფაქტს ღვთიურ სასწაულს ვუკავშირებ და ნამდვილად, მთელი გულით მჯერა, რომ რწმენით ყველაფერი ხდება, მათ შორის – სასწაულებიც.

ჩემს არაერთ მეგობარსაც აქვს ღვთიური სასწაულების შესახებ ისტორიები – ხშირად, იერუსალიმში, ჯვრის მამის მონასტერში მოსალოცად დავდივარ. ამ ტაძრის ეზოში ლიმონის ხე დგას. არსებობს ლეგენდა, რომლის მიხედვითაც, თუ უშვილო წყვილი ამ ხის ნაყოფს მიირთმევს, უფალი შვილს მისცემს.

ჩამოვუტანე მონასტრის ლიმონი ჩემს უშვილო ახლობლებს და ყველა მათგანს შვილი მიეცა. ეს სასწაულია, აბა რა არის?!

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close