საზოგადოება

ვინ დაადო ზვიად გამსახურდიას საფლავს უცნაური წარწერა: ,,ელია”

,,ეს არის ზვიად გამსახურდიას, საქართველოს პირველი პრეზიდენტის და საქართველოს დამოუკიდებლობის მესაძირკვლის დიდი შეურაცხყოფა"

უკანასკნელი 2 კვირის მანძილზე, სოციალურ ქსელებში ვრცელდება ფოტო, რომელშიც ვხედავთ ზვიად გამსახურდიას საფლავს მამადავითის პანთეონში, ზემოდან დადებული უცნაური წარწერით ქართულ და რუსულ ენებზე – “ელია”. ეს არის ყვითელი ტუფის ქვა, შავი ასოებით თეთრ ფონზე, რომელიც მანამდე არავის უნახავს. ამ ფაქტმა გამოძახილი ჰპოვა საზოგადოებაში და უამრავმა შეშფოთებულმა ადამიანმა მოგვმართა, რას ნიშნავდა ეს უცნაური წარწერა.
როგორც ირკვევა, ეს წარწერა მარგინალური, სექტანტური ჯგუფის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, მძიმე ფისიქიური პრობლემების მქონე მამრობითი სქესის სუბიექტმა დადო. ჩვენთვის მისი გვარი და სახელი ცნობილია. როგორც ჩანს, გარკვეული სექტანტური ჯგუფისთვის ეს მისაღები აღმოჩნდა, ვინაიდან დღეს პანთეონში შეკრებილი ოდიოზური კრებულიდან ეს არავის გაუპროტესტებია.
ეს არის ზვიად გამსახურდიას, საქართველოს პირველი პრეზიდენტის და საქართველოს დამოუკიდებლობის მესაძირკვლის დიდი შეურაცხყოფა. თავად საფლავის კომპოზიციაში ასეთი თვითნებური ჩარევა ყოვლად დაუშვებელია და ატარებს ვანდალიზმის ნიშნებს. ამით თითქოს ზვიად გამსახურდიას ღვაწლს და ბრძოლას აკნინებენ და ცდილობენ იგი გადაფარონ კაცობრიობის ძველი ისტორიის ერთ-ერთი ფიგურით. აუცილებლად მოცილებული უნდა იქნეს საფლავიდან მსგავსი მიუღებელი ტრაფარეტები, რომელიც სახელმწიფოს მიერ დამტკიცებულ საფლავის პროექტში არ ყოფილა გათვალისწინებული.
P.S. მავანი ამას ვერ გაბედავდა, ვიდრე ცოტნე გამსახურდია ფეხზე იდგა. თუ რატომ, აღარ განვავრცობ.
(ფოტო იხ. ქვემოთ)
კონსტანტინე (კოკო) გამსახურდია

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close