
,,დედამთილი ვარ!
რას ერჩიან ,ხილმე, ამ დედამთილებს?! პირობას ვდებ, რომ კარგი ვიქნები.
ლომისის მადლი ფარავდეს ჩემს ბექა და ნატას!
ბედნიერებას ვულოცავ!” _ წერს ფბ საკუთარ გვერდზე ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარის მეუღლე, პოეტი ბელა ალანია.
რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელიც გადაღებულია ნათელაშვილების აგარაკზე. როგორც ჩანს, შალვა ნათელაშვილის ვაჟიშვილმა, ბექა ნათელაშვილმა საყვარელი გოგონა მეგობრების წრეში დანიშნა. მისი რჩეული ულამაზესი ნატალი თოდაძეა.
.
.
euronews.ge წყვილს ბედნიერებას უსურვებს!