ნინო ჯანგირაშვილი, ჟურნალისტი:

_ სინამდვილეში თაკო კაკაბაძის მიერ გახმაურებული შეხვედრა ბევრად უფრო საინტერესოა, ვიდრე მხოლოდ ბორდის და შათირიშვილის თემა. 26 იანვარი ის პერიოდია, როცა პარლამენტი მაუწყებლობის კანონზე ვეტოს დასაძლევად ემზადება. მთელი მედია ამ კანონს ეწინააღმდეგებოდა, გარდა ვასილ მაღლაფერიძისა. პარლამენტს კი უნდოდა ვასილის მხარდაჭერა, მაგრამ როგორც ჩანს, ცოტა მაინც ეჩოთირებოდა ამდენი მედიასაშუალების წინააღმდეგ წასვლა. ხოდა, ოცნების “მაზგავოი ცენტრმა“, ლაშა ნაცვლიშვილმა მოუფიქრა ეტყობა გამოსავალი და მთავარი მესიჯები. კახა ბექაურმა პირობა დადო, რომ ვეტოს დაძლევამდე არ გამოაქვეყნებდა მონაცემებს, რომლითაც ცხადი გახდებოდა, რომ სარეკლამო ბაზარი შემცირდა. და ასეც მოიქცა. პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც მედიასთან შეხვედრას გეგმავდა, მოუმზადეს მესიჯები, რომ სარეკლამო ბაზარი კი არ შემცირდა, არამედ გაიზარდა და ვინც საწინააღმდეგოს ამბობს მატყუარა და ნაციონალია. ალბათ ამავე გენიოსებმა მოიფიქრეს მთავარი მესიჯი , რომ ნაციონალების დავალებით შტურმს ვახორციელებთ ოცნებაზე და საზმაუზე. ხოდა, პარლამენტის თავმჯდომარე რომ ქვია იმ კაცმა ზუსტად განახორციელა ამ შეხვედრაზე მომზადებული გეგმა თავისი მესიჯბოქსიანად. ფაქტიურად ჩაშალა მედიასთან შეხვედრა და სულ ნაციონალები გვეძახა ვინც გავბედეთ და ვთქვით, რომ ახალი კანონი მედიას დაარტყამს. იმავე საღამოს ლაშა ნაცვლიშვილმა თავისი ფბ გვედით “გაუმაგრა ზურგი“ საძმოს და დამუშავებული მესიჯები უფრო მწყობრად ჩაშალა და გამოფინა. რეკლამაც კი ჩაუშვა. რეკლამის სქრინშოთი კი დავდე მეორე დღესვე, მაგრამ სრულ ტექსტს მაინც კიდევ ერთხელ დავდებ. ნამდვილი კლასიკაა. აი, ეს ჭუჭყი მართავს ამ ქვეყანას და ჩვენს ბედს.

კომენტარები