საზოგადოება
ვახო სანაიას ერთ-ერთი თავდამსხმელი სასამართლოს 2 000 ლარიან გირაოს სთხოვს
,,მხოლოდ პატიმრობა! არც გაბედოთ სხვა რამე!"

,,ერთ-ერთი 2000-ლარიან გირაოს ითხოვს. ხვდებით, რა უტიფრები არიან ეს არარაობები ? 2000 ლარი მარტო კომენდანტის საათის დარღვევის გამო აქვთ გამოწერილი. ესე იგი, რაც მოხდა მხოლოდ საშვის უქონლობას გაუთანაბრეს თვითონ.
მხოლოდ პატიმრობა ! არც გაბედოთ სხვა რამე !”_ ვახო სანაია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ჟურნალისტ ვახო სანაიას, რომელიც ოჯახთან ერთად იმყოფებოდა, თავს დაესხნენ და მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. პოლიციამ დააპატიმრა სამივე თავდამსხმელი. დღეს კი, ისინი სასამართლოს წინაშე წარსდგნენ.