საზოგადოება
,,ვამზადებთ სარჩელს ელისაშვილისა და იოსელიანის წინააღმდეგ, ცილისწამების გამო”
რატომ უჩივის ალეკო ელისაშვილს ლეიბორისტების ლიდერი

როცა წყდება საკითხი: ქვეყანა, თუ ოლიგარქია, იქ დიპლომატიის დრო და ადგილი აღარ არის;



შალვა ნათელაშვილი ,,საჯარო პოლიტიკაში”
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, პარლამენტის წევრმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა:
,,ნათელაშვილი არის იშვიათი შემთხვევა, როდესაც ოპოზიციონერი არის კორუმპირებული… მილიონერი გახდა ისე, რომ პარლამენტში ფეხი არ შემოუდგამს”. ალეკო ელისაშვილის თქმით, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი პარლამენტის წევრობას არ იმსახურებს. იგი ხელფასს იღებს და სარგებლობს პარლამენტის წევრისთვის განკუთვნილი ყველა უპირატესობით, მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაში არ მონაწილეობს.
ელისაშვილის ამ განცხადებას შალვა ნათელაშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ელისაშვილი ცრუობს, რადგან ის პარლამენტის წევრობის გამო ხელფასს არ იღებს.