საზოგადოება

ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი ამოქმედდა

საქართველოს მასშტაბით რამდენიმე საავტომობილო გზაზე რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო სხვადასხვა სახის შეზღუდვა დაწესდა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

„რთული მეტეოროლოგიური პირობების ინტენსიური თოვა, ქარბუქი, ლიპყინულის გამო, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ37-კმ55 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close