საზოგადოება

,,გულწრფელად მაოცებს იმის გამუდმებით მტკიცება, 2008 წელს ვინ დაიწყო ომი?”

არსებობს სახელმწიფოს ინტერესები, რომელიც ხშირად ჩვენგან დუმილს მოითხოვს!

არსებობს დიპლომატიური წიაღსვლები, რომელიც სიტუაციის შერბილებას , მეტიც, მის სასიკეთოდ შემობრუნებას უწყობს ხელს!

თუმცა, არსებობს სიმართლე, რომელიც ყველაზე მეტად დაფასებულია უფლისგან და წყალობაც იმისდა მიხედვით გაიცემა!

გულწრფელად მაოცებს 2008 წლის აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებული უხეირო (უაზრო ) აკვიატებები და იმის გამუდმებით მტკიცება:ვინ დაიწყო ომი -საქართველომ თუ რუსეთმა და იმის გაუთავებელი ძახილი, რომ „რუსეთი ოკუპანტია“!

რუსეთი არა მარტო ოკუპანტია, არამედ, საკუთარი გეოსტრატეგიული ინტერესების უზრუნველმყოფი „დერჟავა“.ამ თვალსაზრისით, იგი არსებითად არ განსხვავდება მსგავსი „დერჟავებისგან“!

რაც შეეხება დაუსრულებელ, ლამის პანაცეად ქცეულ კითხვას:ვინ დაიწყო ომი?ოფიციალური პასუხი უკვე გასცა საერთაშორისო კომისიამ ტალიავინის ხელმშღვანელობით.
სხვა საკითხია, თუ იმის ბოლომდე გარკვევა გვსურს, რა მოხდა სინამდვილეში : რამდენად მაპროვოცირებელი იყო მაშინდელი ხელისუფლების უხამსი რიტორიკა რუსეთისთვის და რამდენად შევუწყვეთ ხელი სამარცხვინო ორდღიანი ომის ეპოპეას საკუთარ მიწა-წყალზე!

ამდენად, მთავარი კითხვა ის კი არ უნდა იყოს, ვინ დაიწყო ომი , არამედ, ის, შეიძლებოდა თუ არა ამ ომის თავიდან აცილება და რამდენად იკვეთება საკუთარი ხელისუფლების მოღალატური პოლიტიკა საქართველოს ძირძველ ტერიტორიებთან მიმართებაში.(შორს რომ არ წავიდეთ სააკაშვილის „ლილიპუტინი“ და ოქრუაშვილის ყოვლად უხამსი რიტორიკა:“რუსები ფეკალიებსაც დალევენ“და „ახალ წელიწადს ცხინვალში შევხვდებით“!კმარა…თუმცა , ძალიან კარგად გვახსოვს, რა ფასად დაგვიჯდა ეს მუქარა…)

მე ვფიქრობ, რომ იკვეთება.სხვა საკითხია, გვინდა თუ არა ამის დაჯერება!

P.S.ამით ვამთავრებ ამ თემაზე საკუთარი აზრის დაფიქსირებას.მივესალმები განსხვავებული აზრების გამოხატვასაც, თუმცა, არა ავადმყოფური აკვიატებებით, არამედ, სათანადო არგუმენტების გაჯერებით!

ზაურ ნაჭყებია, პუბლიცისტი

Related Articles

Back to top button
Close