საზოგადოება

ექიმი მარი მალაზონია განცხადებას ავრცელებს

ექიმ მარი მალაზონია განცხადებას ავრცელებს:

”რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში გაჩნდა გვერდი, რომელიც დასურათებულია კადრებით ჩემი საავტორო გადაცემიდან („პირადი ექიმი – მარი მალაზონია“, 2015-2016 წწ. სეზონი) და, ერთი შეხედვით, მეკუთვნის მე, ანუ მარი მალაზონიას.
ძვირფასო მაყურებლებო, კოლეგებო, მეგობრებო, ჩვენი გადაცემის და პირადად ჩემო გულწრფელო გულშემატკივრებო!

მინდა საჯაროდ განვაცხადო:

• მე, ანუ მარი მალაზონიას არ მაქვს პერსონალური facebook გვერდი!
• არსებობს მხოლოდ გადაცემის („პირადი ექიმი – მარი მალაზონია“) ოფიციალური facebook გვერდი!
• ჩემს სახელთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა გვერდი ყალბია!
• მე არ გიგზავნითმეგობრობის თხოვნას.

• მე არ ვიცი ყალბ facebook გვერდზე თქვენთან მიმოწერის შინაარსი.
• მე არ გპასუხობთ კითხვებზე, რომელსაც ყალბ facebook-გვერდზე აგზავნით!
ამას ჩემი სახელით აკეთებს ან აკეთებენ!

ვინ და რატომ? არ ვიცი. თუმცა დანამდვილებით ვიცი, რომ ეს შეიძლება სახიფათო იყოს ადამიანების ჯანმრთელობისთვის და შეურაცხმყოფელი ადამიანური ურთიერთობებისთვის. ამიტომ მოგმართავთ თხოვნით! ნუ დაუმეგობრდებით ჩემს სახელს ამოფარებულ უცნობს, რომელმაც გადაწყვიტა ბოროტად ისარგებლოს ადამიანების ნდობით, იმ ნდობით, რომელსაც მე ასე ვუფრთხილდები და მთელი ჩემი სიცოცხლის საპირწონეა”.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close