საზოგადოება

ვანო უფროსი შვილის დაბადების დღისთვის ემზადებოდა _ რას ჰყვებიან მეზობლები დაღუპულ სპეცრაზმელზე?

სპეცრაზმელ ვანო გოლოშვილს, რომელიც გუშინ, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს გარდაიცვალა, 9 დეკემბერს 42 წელი შეუსრულდებოდა.

ვანო გოლოშვილი დუშეთის სოფელ მილისწყაროში, მეუღლესთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა. მეზობლებს ვანოს შესახებ საუბარი ცრემლის გარეშე უჭირთ. მათივე თქმით, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ვანოს ძმა აფხაზეთის ომში დაიღუპა, სიცრუეა, რადგან ვანოს დაც ჰყავს და ძმაც.

ვანოს დაკრძლავის ადგილი ზუსტად გადაწყვეტილი არ არის. გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახის შემოსავლის წყარო მხოლოდ ვანო გოლოშვილის ხელფასი იყო. ოჯახი თბილისში ქირით ცხოვრობდა. მეზობელი იხსენებენ, რომ ვანო უფროსი შვილის, მარიამის დაბადების დღისთვის ემზადებოდა, რომელიც 30 ნოემბერს 6 წლის გახდება.

სპეცრაზმელის დაკრძალვის ადგილი ჯერ-ჯერობით უცნობია.

ვანო გოლოშვილი ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტულ სპეცოპერაციას ემსხვერპლა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close