საზოგადოება

ექთნის დედა, რომელიც იტალიაში სამუშაოდ იმყოფება, შვილის გარდაცვალების შემდეგ საქართველოში დღეს დაბრუნდება

,,ტირის თურმე, დამიბრუნეთ ჩემი შვილიო..."

,,ილოცეთ გული არ გაუსკდეს ფრენის დროს… მისი რეისი უკვე აფრინდა და მონატრებული შვილი გულში მაგრად უნდა ჩაიკრას…. 27 წლის ექთნის მეგი ბაქრაძის დედა, ირმა ტეფნაძე რომელიც იტალიაში სამუშაოდ წლების განმავლობაში იმყოფებოდა შვილის გარდაცვალების შემდეგ საქართველოში დღეს საღამოს ჩამოფრინდება….

გარდაცვლილ მედდას დედა ემიგრანტი ჰყოლია…. კითხულობს თურმე “დამიბრუნეთო ჩემი შვილიო”
როგორ სიამოვნებით გაგიცვლიდიო ადგილსო ჩემოო ! შენ უნდა სთხოვდე ღმერთს შეგვინდეო ცოდვები…

მზე დაგიბნელდაო…
—————————————————————

ტკივილი რომელსაც არც სახელი აქვს არც საწყისი და არც დასასრული, ტკივილი რომელიც მიწიდან იწყება და ზეცას უერთდება. ვზივარ თავზარდაცემული გაყინული იმ ტკივილს განვიცდი რომელმაც წაართვა ამ ქვეყნად ყველაზე ლამაზი და ბედნიერი შვილი და ორი შვილის დედა ოჯახს… სად მიდიან ეს სიცოცხლით გაუმაძღარი ახალგაზრდები ეს ანგელოზები ალბათ იქ სადაც არ არსებობს დრო იქ სადაც მარადიული სიცოცხლეა იქ სადაც ბევრი ჩვენიანია… გულში ჩაგიკრავენ მოგიშუშებენ შენს ნაიარევს…
დედამიწაზე ამ ნაიარევს არცეთი წამალი არ შველის… როგორ ენატრებოდი ემიგრანტ დედას…

“შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ემიგრანტ დედას ოჯახსა და ახლობლებს. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული.

დღეს მთელი ემიგრანტები და საქართველო გარდაცვლილი ახალგაზრდა ექთნის მეგის ოჯახის ჭირისუფალია.

27 წლის ექთნის დედა, რომელიც იტალიაში სამუშაოდ იმყოფება, შვილის გარდაცვალების შემდეგ საქართველოში დღეს საღამოს დაბრუნდება.

შეგახსენებთ, 27 წლის მეგი ბაქრაძემ ახალციხეში გუშინ AstraZeneka-ს ვაქცინის გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკი მიიღო, ის დღეს თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა

….” _წერს შოთო სიხარულიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close