მსოფლიო

,,ეს პოსტი გონიერი ხალხის განსჯა-დაფიქრებისათვის დავწერე!_ ყველაფერი კიდევ უფრო საშიში გახდა…”

მსოფლიო პოლიტიკა ,,დიდ თამაშს" დაუბრუნდა

ყველა გონიერი საკუთარი სახელმწიფოს მოსურნე ქართველისთვის ვწერ:
”დიდი თამაში” – დაბრუნდა მსოფლიო პოლიტიკაში!
ალბათ ყველამ იცით!
მე-19 საუკუნის (170 წლის წინათ დაწყებული) უდიდესი დაპირისპირება ბრიტანეთისა და რუსეთის იმპერიებს შორის, რომელიც ცნობილია ”დიდი თამაშის” სახელწოდებით და რამაც განსაზღვრა მთელი შემდგომი პერიოდის მსოფლიო პოლიტიკა (ბოლო 70 წელია, ბრიტანეთის იმპერია ჩაანაცვლა აშშ-მ, რუსეთის იმპერია – ჯერ სსრ კავშირმა, შემდეგ უკვე თანამედროვე რუსეთმა)
უდიდესი გარდატეხის მომენტი მსოფლიო პოლიტიკაში
(უკვე მეორე, მაგრამ მასშტაბით აღმატებული) სულ ახლახან ჩვენს გვერდით მოხდა: აზერბაიჯან-სომხეთის დაპირისპირების სახით, რომელსაც მხოლოდ შენიღბვითი ხასიათი ჰქონდა: დაპირისპირება სხვა სიბრტყეში იყო და ახლა ეს უკვე ცხადია…
ამერიკელებს რაც სურდათ, ისე არ გამოვიდა!
ამაში მათ შიდა წინასაარჩევნო დაძაბულობამ შეუშალა ხელი! რუსები – როცა კი მიხვდნენ, რეალურად რა ხდებოდა,- მაშინვე ჩაებნენ და შეაწყვეტინეს ომი.
მაგრამ მოსახდენი მოხდა – მე-19 საუკუნის კავშირი აღდგენილია.
სომხებმა წააგეს (ასეა ყოველთვის, როცა მარიონეტი გყავს ხელისუფლებაში!), – წააგეს მაგრად! ეს მხოლოდ დასაწყისია.
რუსებმა ვერაფერი მოიგეს – უბრალოდ, დარჩნენ საკუთარ პოზიციებზე, თუმცა, ახლა უკვე ილუზიებში აღარ არიან.
ამერიკელები, სანამ საკუთარ მდგომარეობას არ დაალაგებენ, ისევ ისეთ მდგომარეობაში არაინ (ჯერ-ჯერობით!). მათაც რუსეთივით ვერაფერი მოიგეს,
მაგრამ არც წააგეს, თუმცა, აშკარად სხვა რამ იყო მიზანი!
თურქეთი 4 ფრონტზე იბრძვის: სირია, ლიბია, ხემელთაშუაზღვის ნაწილი და სამხრეთ კავკასია!
ჩემი აზრით,
თურქეთი ვა-ბანკზე მიდის, რადგან სხვა გზა არც აქვს, კარგად ხვდება, რაც ელის. რუსეთ-აშშ-ს მარწუხებში მოქცეულს, გასაქანი არასდროს მიეცემა!
მე-19 საუკუნის მოკავშირის აღდგენა, –
რომელიც დღეს ის აღარ არის, რაც მაშინ,
თუმცა, ამერიკელებზე გაცილებით კარგად იცნობს მუსულმანურ (და კერძოდ, არაბულ სამყაროს), ხოლო პოლიტიკური კულისების უდიდესი დიდოსტატია, –
რას მისცემს თურქეთს, გამოჩნდება (ბევრს ვერაფერს), თუმცა, ბრძოლა-დაპირისპირება რომ სასტიკ ხასიათს მიიღებს, ეს ცხადია…
მსოფლიო პოლიტიკაში ”დიდი თამაში” დაბრუნდა!
დიდ თამაშს მხოლოდ მსოფლიო პოლიტიკის დიდი მოთამაშეები თამაშობენ, –
ყველა დანარჩენი დროებითი ინსტრუმენტებია!
დროებითი!
გასაგებია?!
საუბედუროდ, ჩვენ აზერბაიჯან-სომხეთის დაპირისპირებაში პრიმიტიული სიმპათიებისა და იდეოლოგიზირებული უაზრობების მეტი ვერაფერი დავინახეთ!..
ეს პოსტი –
გონიერი ხალხის განსჯა-დაფიქრებისათვის დავწერე!.. დასაფიქრებელია, რადგან ყველაფერი კიდევ უფრო საშიში გახდა!
დემურ გიორხელიძე, ექსპერტი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close