მსოფლიო

,,ფოტოზე ნაჩვენები ურჩხულები გადაყავთ მინსკში, ხალხის წინააღმდეგ საბრძოლველად”

ზურა ბატიაშვილი,აღმოსავლეთმცოდნე:

_ წარმოდგენა რომ გვქონდეს ბელარუსში მიმდინარე რეპრესიებისა და ძალადობის მასშტაბებზე:
– ფოტოზე ნაჩვენები ურჩხულები გადაყავთ მინსკში, ხალხის წინააღმდეგ საბრძოლველად;
– გათიშულია ან ზოგჯერ შენელებულია ინტერნეტი, გათიშულია სოციალური ქსელები, დაკეტილია გზები;
– არბევენ ხალხის მცირე შეკრებებსაც კი;
– მომიტინგეთა შორის არიან გარდაცვლილები და დაჭრილები;
– დაკავებულია 5 000-ზე მეტი მომიტინგე;
– დაკავებულთა უმეტესობას ფიზიკურად უსწორდებიან ან ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ ამყოფებენ. მათ შორის ვნახეთ, რა დღეში ჩააგდეს პრეზიდენტობის კანდიდატი;
ასეთ მდგომარეობაში ნებისმიერი ადამიანის ქუჩაში გამოსვლა და პროტესტის გამოხატვა სამოქალაქო გმირობის ტოლფასია.
მიუხედავად ამისა, უმჯობესია თუ ოფიციალური თბილისი თავშეკავებული იქნება ბელარუსში მიმდინარე მოვლენების თაობაზე, რადგან არსებობს ოკუპირებული რეგიონების აღიარების პრობლემა.
სამოქალაქო საზოგადოებას კი, რა თქმა უნდა, შეუძლია უფრო თავისუფალი იყოს საკუთარ ქმედებებსა და შეფასებებში.

Related Articles

Back to top button
Close