,,ეს მართლა დებილი ფულის ტომარა ნახეთ… შენ რომ ციხეში არ ზიხარ, მართლა სულელები ვართ! ასე იცის თავში ავარდნამ: ნარზე უნდა იჯდეს და პარლამენტში ზის…” _ წერს ფეისბუქის საკუტარ გვერდზე ცოტნე გამსახურდია.
შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატის, კახა ოქრიაშვილის განცხადებით, მოსახლების უმრავლესობამ არ იცის მაჟორიტარული და პროპორციული არჩევნების ნაკლი და უპირატესობა.
ოქრიაშვილის შეფასებით, “დებილები ყველგან არიან,” მათ შორის ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებშიც.
“დღეს რომ ჩვენ გამოვიკვლიოთ ჩვენს მოსახლეობაში და ვიკითხოთ, რით განსხვავდება, რა არის კარგი მაჟორიტარულ სისტემაში, რა ცუდი, აგრეთვე პროპორციულში, ჩვენი მოსახლეობის 99 პროცენტი ვერ გვიპასუხებს, იმიტომ რომ ვერ ერკვევა. ამიტომ გაიხსნას დისკუსია, გავაცნოთ მოსახლეობას ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე და მერე გადაწყდება ეს საკითხი.
ზუსტად ვიცი, რა იცის ჩემმა ხალხმა და რა არა. არ მაქვს ცუდი წარმოდგენა, ხალხმა კი არა, მრავალმა პოლიტიკოსმა არ იცის. დებილები ყველგან არიან, ჟურნალისტებშიც ბევრი დებილი მინახავს,” – განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.