კატეგორიის გარეშე

“ეს კორპუსი არის იმის დასტური, რომ ეს ხელისუფლება არ იმსახურებს ხალხის მხარდაჭერას”

“ეს გახლავთ საცხოვრებელი კორპუსი სამგორში, რომელიც ზუსტად გადმოსცემს ამ ხელისუფლების  უყურადღებობის, უდარდელობისა და მატყუარობის ამბავს.

2012 წელს “ქართული ოცნება” ამ კორპუსში მაცხოვრებლებს პირდებოდა, რომ სახლი გადაიხურებოდა, გარემონტდებოდა, გასუფთავდებოდა და კეთილმოეწყობოდა ეზო. კორპუსში წლებია ცხოვრობენ ოჯახები და წლებია ითხოვენ ბინების დაკანონებას, თუმცა დაპირება, ბინების დაკანონებასთან დაკავშირებით, დაპირებად დარჩა მეტიც, დღეს იმ მოტივით, რომ ბინები დაუკანონებელია უარს ეუბნებიან კორპუსის მაცხოვრებლებს გარემონტებასა და კეთილმოწყობაზე.

აი, ასე გააცურა და მოატყუა ქართულმა ოცნებამ ხალხი. თვითონ ნეტავ თუ იცხოვრებდნენ ასეთ მდგომარეობაში? და რას ეტყოდნენ შემდეგ მასთან მისულ გაზულუქებულ ხელისუფლებას? ეს კორპუსი არის იმის დასტური, რომ ეს ხელისუფლება არ იმსახურებს ხალხის ნდობას და არ იმსახურებს მხარდაჭერას. ერთადერთი პარტია რომელიც ოპოზიციაში ყოფნის დროს ზრუნავდა ხალხზე და იზრუნებს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგაც არის – “საქართველოს ლეიბორისტული პარტია”. _ განაცხადა euronews.ge-სთან საუბრისას თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატმა სამგორში ლეიბორისტული პარტიიდან, ნათია შარაშენიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close