კატეგორიის გარეშეპოლიტიკა

ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯი დეცენტრალიზაციისკენ, ზურაბ ალავიძე პრეზიდენტს აკრიტიკებს

თვითმმართველობის კოდექსთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, ინფრასტრუქტურის მინისტრი ეხმაურება. ზურაბ ალავიძე გიორგი მარგველაშვილს აკრიტიკებს. მინისტრის განცხადებით, ის არ ეთანხმება პრეზიდენტის მოსაზრებას, რომ ცვლილებები თვითმმართველი ქალაქების ცენტრალური ხელისუფლების დაქვემდებარებისთვის ხორციელდება.

ზურაბ ალავიძე აცხადებს, რომ ის ცვლილებები, რომელიც თვითმმართველობის კოდექსში ხორციელდება, არის მნიშვნელოვანი. ალავიძის თქმით, ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯები დეცენტრალიზაციისკენ.

ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციაში მინისტრთა კაბინეტის სხდომა მიმდინარეობს. მინისტრები დღეს 19 საკითხს განიხილავენ.

რუსთავი 2

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close