საზოგადოება

ესმა კუნჭულია: აი, ახლა ვდებ პირობას!

,,როგორ ავიცილოთ თავიდან „ანაკლიის ტრაგედია“?
(ფიქრები „ანაკლის ტრაგედიაზე“ და რჩევა განათლების სისტემას!)

თუ ჩვენს შვილებს დამაჯერებად ავუხსნით, რომ ორგანზიმში ისედაც გვაქვს ოპიატები, გარე-ოპიატებს აღარ მიეკარებიან… ასე მგონია და ამიტომაც მინდა მივმართო, განათლების სისტემას – მეტი ინფორმაცია ბავშვებს!!!!!!!!!!!!!!!! გადახედეთ სახელმძღვანელოებს და ასწავლეთ ზუსტად ის, რაც მათ გადაარჩენს და ჯანსაღ თაობად აქცევს! ცოდნა ძალაააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა !!!! (დეკარტი!!!). ეს არ ეხება მხოლოდ ნარკო-კოშმარს, ეს ეხება ყველაფერს – გონიერ ცხოვრებას, გეზის, გზის პოვნას – ეს განათლების სისტემამ უნდა დანერგოს!!!!!!!!!!!

ახლა, როცა ჩემი ახირებული ყნოსვა-გემოს დისერტაციას ვწერ, ბევრი წიგნის კითხვა მომიწია. განსაკუთრებით სუსტი და ოროსანი აღმოვჩნდი, ნეიროფიზიოლოგიაში და ტვინის ანატომიაში. დავაკვდი ლიტერატურას, გავათენე ღამეები და მივხვდი – ეს ყველაფერი ადრე რომ მცოდნოდა, სიგარეტის მოწევასაც არ დავიწყებდი.

მოკლედ: 1970-იანებში ფსიქოდელიკური მუსიკითა და ნარკოტიკებით დაღუპული უამრავი ახალგაზრდის გამო, მსოფლიო მეცნიერება დაეწაფა გონების დამბინდავი ოპიატების (ჰეროინი, მორფინი და ა.შ.) შესწავლას;

მეცნიერებმა დაადასტურეს (ქენდის პერტიმ და სოლ სნაიდერმა), რომ ეს (გარე) ნივთიერებები (ნარკტიკებიც და სამკურნალო წამლებიც) გონებაზე ზემოქმედებენ და ურთიერთობენ ტვინის იმ უბნებთან, რომლებიც ემოციებს ან ჯანმრთელობას აკონტროლებენ – (ჩვენი ტვინის ლიმბური სისტემა);

ანუ: დამტკიცდა ვარაუდი – რომ თუ გარე-ოპიატებს ჩვენს ორგანიზმში გარკვეული რეცეპტორები შეეფერება, მაშინ ჩვენს ორგანიზმსაც აქვს საკუთარი ოპიატები (სხვაგვარად, როგორ აიხსნებოდა ამ რეცეპტორების არსებობა?);

მალე ამ შეკითხვაზეც იპოვეს პასუხი. ჩვენ ვიბადებით ბუნებრივი ოპიატებით – ანუ ენდორფინებით; თარგმანი: შინაგანი +მორფინები; ენდორფინები ნეიროპეპტიდებია, რომლებიც ემოციურ აღმაფრენას იწვევენ; (ამისი დასტურია სპორტსმენების მანიაკალური დამოკიდებულება ვარჯიშთან);

ენდორფინები – ჩვენს ემოციურ განწყობაზე მოქმედებს. ასევე ემოცია ახდენს გავლენას ნეიროპეპტიდების რაოდენობასა და ხარისხზე. ანუ გონებისა და სხეულის ურთიერთობით, გავლენა ორმხრივია.

ენდორფინების ანუ შინაგანი მორფინების გაძლიერება ბევრ რამეს შეუძლია – სპორტი, გემრიელი საკვები, შოკოლადი, სიყვარული, სიმპათია, წარმატება საქმეში, მოტივაცია, ცეკვა, სასმელი, სიმღერა, მუსიკა………………….. და რა საჭიროა ამ დროს ზედმეტი ნარკოტიკები???

ამას დიდხანს, გულდასმით და დამაჯეერებლად თუ ავუხსნით შვილებს, მათი უმრავლესობა ამ შინაგანი „ნარკოტიკებით“ დატკბება და ანაკლია აღარ იქცევა ტრაგედიის ცენტრად.

ეს ის ასაკია, როცა ვერც რელიგიით და ვერც მორალური კოდექსით ვერ დავაბავთ; დავაბავთ მხოლოდ ინფორმაციით!!!!!!!!!!!!! ცოდნით უნდა გავაძლიეროთ;!!!

პ.ს. ინფორმაციისთვის: ეს გახლავთ ამონარიდი ჩემი სემინარიდან გასტრონომია და ენდორფინები! მისმენდა 25 ჩემივე თანაკურსელი და ზუსტად მივხვდი, რომ მათმა ურავლესობამ იმავე დღეს დაგეგმა – საკუთარი ოპიატების გამოყენების ახალი გზები; 2-მა კურსელმა ყოფილ შეყვარებულს შერიგება სთხოვა, 5-მა სავარჯიშო დარბაზში აიღო აბონემენტი, 7-მა ანტრეში ნამცხვრებზე შეიარა, მე შექების გამო ვიგრძენი როგორ აფეთქდა ენდორფინები და აი, ახლა ვდებ პირობას!!! მე თავს არ დავზოგავ ამ თემის პროპაგანდისთვის!!! ფაქტია ამას ვერ შველის, აქ-იქ არასრულყოფილად ჩატარებული აქციები ჯანსაღ ცხოვრების წესზე!!! რომელიც დღემდე დიეტურ კვებასთან და მომაბეზრებელ ვარჯიშთან იგივდება. ჯანსაღი ცხოვრების წესია ტვინის აგებულებისს კარგად ცოდნა და საერთოდ ცოდნა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

არ მინდაა ანაკლიისსსს ცრემლებიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ჟურნალისტი ესმა კუნჭულია.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close