საზოგადოება

,,ეროზიული პროცესები საფრთხეს უქმნის თბილისელების სიცოცხლეს” _ მთაწმინდა და კუს ტბა ნადგურდება!

,,გეოლოგებისა და ექსპერტების არაერთგზის გაფრთხილებისა, რომ აქ მშენებლობა კატეგორიულად დაუშვებელია, ვინაიდან მცოცავი ქანებია და უფრო მეტიც, აქტიურად მიმდინარეობს ეროზიული პროცესები, რაც საფრთხეს უქმნის მოქალაქეების სიცოცხლეს, “მშენებლებმა” არათუ არ შეაჩერეს ეს ვანდალიზმი, არამედ უფრო ზევით, მთის მწვერვალზე აცოცდნენ. ნადგურდება მთაწმინდისა და კუს ტბის გამყოფი ქედი, ულამაზესი ადგილი დედაქალაქში” _ წერს ფეისბუქმომხმარებელი, ქალბატონი ქეთევანი. 

აღნიშნულ პრობლემას ორ განცხადებას უძღვნის ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილიც: 

,,მიმდინარეობს მთის დემონტაჟი ქალაქის ცენტრში!
დღეს მთაზე აცოცებულმა ამ არსებამ გამაღვიძა (ბოლი რომ ასდის ფოტოზე),

რომელიც დედაქალაქის ცენტრში, მის გულში, ძველი თბილისის რაიონში, ნინო ჟვანიას ქუჩაზე, დაუნდობლად თხრის მთას. სინამდვილეში მარტო კი არ თხრის, არამედ მიმდინარეობს მთის დემონტაჟი მრავალსართულიანი კორპუსების აშენების მიზნით. გეოლოგებისა და ექსპერტების არაერთგზის გაფრთხილებისა, რომ აქ მშენებლობა კატეგორიულად დაუშვებელია, ვინაიდან მცოცავი ქანებია და უფრო მეტიც, აქტიურად მიმდინარეობს ეროზიული პროცესები, რაც საფრთხეს უქმნის მოქალაქეების სიცოცხლეს, “მშენებლებმა” არათუ არ შეაჩერეს ეს ვანდალიზმი, არამედ უფრო ზევით, მთის მწვერვალზე აცოცდნენ. ნადგურდება მთაწმინდისა და კუს ტბის გამყოფი ქედი, ულამაზესი ადგილი დედაქალაქში. ამ ფაქტს თუ უბრალოდ დანაშაულს ვუწოდებთ, ალბათ ძალიან მსუბუქი შეფასება იქნება, ეს არის არაადამიანობა! ამ ვანდალიზმზე, ნებართვის გამცემი თუ შემსრულებელი არსებები მოკლებულნი არიან ყოველგვარ ადამიანურ მორალს. სისხლში აქვთ უკვე გამჯდარი ქალაქისა და ქვეყნის მტრობა ფულის მოპოვების გამო.


თბილისის მერიავ, შეაჩერე ეს ბოროტება! შეაჩარეთ ბუნების განადგურების ეპიდემია დედაქალაქში!
70-იან წლებში არსებობდა არაჩვეულებრივი სარეკრეაციო გეგმა, რის მიხედვითაც მთაწმინდის პარკი საფეხმავლო ბილიკებით, ამ ქედის გავლით, უნდა დაკავშირებოდა კუს ტბას. ეს საშუალებას მისცემდა დამსვენებელს, ერთდროულად ესარგებლა ორი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული და ძალიან მრავალფეროვანი სარეკრეაციო ზონით. ამ პროექტის განხორციელებას ვინღა ჩივის, როდესაც ძალიან მალე აქ მთაწმინდის ქედი საერთოდ აღარ იარსებებს. ბილიკები ბეტონის ჯუნგლებში გაივლის.
ძალიან გთხოვთ, მონიშნოთ ყველა ორგანიზაცია და პირი, ვის კომპეტენციაშიც შეიძლება შედიოდეს ამ ბოროტების შეჩერება!“

,,დღეს დილიდან განახლდა მთაწმინდა კუს ტბის გამყოფი ქედის ნგრევა-დემონტაჟი მრავალსართულიანი კორპუსების აშენების მიზნით. ძველი თბილისის რაიონი, ნინო ჟვანიას ქუჩა. შეაჩერეთ! თბილისის მერია / Tbilisi City Hall” – წერს მესხიშვილი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close