საზოგადოება

ერთმა ოქროს გოგომ მითხრა, ერთ ადამიანს “ჩემო”-ს ვერ ვეძახი, ვერ ვბედავო…”

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

“ერთმა ოქროს გოგომ მითხრა, ერთ ადამიანს “ჩემო”-ს ვერ ვეძახი, ვერ ვბედავო. თითქოს არაფერია, გასაგები იყო, რაც იგულისხმა, მაგრამ მაინც დამაფიქრა ამან და როცა ჩვეულებისამებრ ვთქვი თინუსაზე, – ჩემი გოგო,- სიტყვიერად ჩამომიყალიბდა პასუხი: “ჩემო ტკბილო”, “ჩემო საყვარელო” და ათასნაირი კიდევ “ჩემო”, საერთოდ არ ნიშნავს ვინმეზე საკუთრების უფლების გაცხადებას, ეს მხოლოდ იმის დეკლარაციაა, რა მნიშვნელობა აქვს ამა თუ იმ ადამიანს, ქალაქს, ამბავს ჩვენს გულში. ჩემო ფიქრო, – ჩემს ფიქრებში არსებობას ნიშნავს, ჩემო სიცოცხლე, – ჩემთვის სიცოცხლის მომნიჭებელს და ეს ისეთი უტყუარი შინაგანი ფაქტია, მხოლოდ ჩვენს შიგნით რომ ფორმდება. თუ კანქვეშ ვგრძნობ სხვისი არსებობის გამო სიხარულს, სიტყვა “ჩემოს” მიმართულებას მხოლოდ საკუთარ შინაგან რეალობაში ჩავყავარ. თინუსა ჩემი სიცოცხლეა, მაგრამ თინუსას სიცოცხლე მე ვერ ვიქნები, ის ალბათ თავის საყვარელ ჩიტირეკია ბებოს დამარქმევს, არავითარი პროპორციული ვალდებულება არ ეკისრება ობიექტს. ხოდა ჩემო უმშვენიერესო ფრენდებო, თამამად უთხარით “ჩემო”, ნებისმიერს, ვინც თქვენი შინაგანი რეალობის ბინადარია, არა ვარ შენი, დედასი ვარო, თუ გიპასუხათ, არც ეკამათოთ, აზრზე არ ყოფილა არაფრის. ყველაფერი თქვენია, რაც თქვენში იწვევს სულიერ რხევებს.”

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close