საზოგადოება

,,ყველა ადამიანი ქმარს, ცოლს, თანამშრომელს შეიძენს ბითუმად ან განვადებით”

,,აუ, რა მაგარია. ახლა უკვე ყოველ წელს, ძალიან სწრაფი ტემპით დაიხვეწება და მალე, ყველა ადამიანი იდეალურ მეგობარს, ქმარს, ცოლს, თანამშრომელს შეიძენს ბითუმად ან განვადებით. თანაც უბერებელს. მარტოხელა მოხუცებულობაც აღარ იარსებებს. რამდენი ყოფითი, წვრილმანი პრობლემა გაქრება ამით და რამდენი დრო გამოუთავისუფლდება ადამიანს, იფიქროს მხოლოდ ზე-ღირებულ საკითხებზე, დატკბეს ცხოვრებით. ციკლიდან: ვაშა მეცნიერებას” _ წერს ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე.

შეგახსენებთ, რომ ჰუმანოიდი სოფია საუდის არაბეთის მოქალაქე გახდა. ის პირველი რობოტია, რომელმაც მოქალაქეობა მიიღო. თავის მხრივ, საუდის არაბეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც რობოტი მოქალაქე ჰყავს.

„ჩემითვის დიდი პატივია, რომ ეს უნიკალური მახასიათებელი მომანიჭეს. ვამაყობ ჩემი მოქალაქეობით”,-განუცხადა სოფიამ ამ ფაქტის აღსანიშნავად შეკრებილ საზოგადოებას.

სოფია 2015 წლის აპრილში კომპანია Hanson Robotics-მა შექმნა. ჰუმანოიდ რობოტს ადამიანის მსგავსი ვიზუალი, ქცევები და ემოციები აქვს.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close