პოლიტიკა

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში შევა”

,,პოლიტიკური ქარავანი მიდის..._რიცხვები, ფაქტები ამას ადასტურებს "

ენმ შევა პარლამენტში
მგონი, ჩემს მიერ აქვე პროგნოზირებად ერთთვიან ვადაშიც კი ჩავეტევი. მაისში ნაციონალები პარლამენტში იქნებიან და სწორადაც მოიქცევიან ამჯერად. ვერც გია ბარამიძე და ვერც მასზე უფრო გავლენიანი ვინმე ვერ დაბლოკავს ნაციონალების პარლამენტში მუშაობას. მიშელის დახმარებით პატარა პარტიების მიერ ქართული პოლიტიკის დღის წესრიგი უკვე განსაზღვრულია. ნაციონალი დეპუტატები ამას უკვე საჯაროდ აღიარებენ, როგორც მოცემულობას, რომ პარლამენტი ერთპარტიული აღარ არის. მივესალმები მათ ადეკვატურობას, რომ არ გაჯიუტდნენ შეცდომაში.
წუხელ დავწერე ნათია ჭკუასელის სტატუსზე ეს კომენტარი. იყოს აქაც სტატუსად
“ნაცებს გვერჩიან” სტერეოტიპი არც სწორია და არც პერსპექტიული. მსხვერპლის მდგომარეობაში, “ალყაში ვართ” თავის ჩაყენება, მტრის ძებნა სხვა ოპოზიციაში არის სისუსტის უნებური გამოვლენა. ორპოლუსიანობა ცუდია ყოველთვის – როცა ხელისუფლებაში ხარ მაშინაც და როცა ოპოზიციაში პირველი ხარ( ერთადერთობა რო გინდა), მაშინაც. მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერმა ოპოზიციამ შეცვალა პოლიტიკის დღის წესრიგი მიმდინარე პოლიტიკურ მომენტში.
ხაბეიშვილი( სხვებიც) ამას აღიარებს მისი ბრიფინგით და ტელეგადაცემაშიც ტვ პირველზე…სამწუხაროდ, გაღიზიანების და თითის გაშვერის თანხლებით.
პარლამენტში შესვლას პოლიტიკური ალტერნატივა არა აქვს..არაპოლიტიკური, კი ბატონო.
შევლენ ნაცები პარლამენტში, ყველა ან თითქმის ყველა მანდატიანი. თვითმმართველობის ბოიკოტის მომწოდებელიც თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების მოიმედედ გადაიქცა ზოგი და ზოგი აწი მიბაძავს.
ვეთანხმები ნათიას, რომ არ უნდა დაემუხტათ ასე საკუთარი აქტივისტები, “კუდიანებზე ნადირობა” რომ გამოაცხადეს. ვინც შევა (თუნდაც მთელი დასავლეთის დახმარებით უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის მიღების მერე), მოღალატეაო, ჯინი ბოთლიდან ამოუშვეს…
აქციები არ შედგა. სწორედ რომ არ შედგა!!! და ეს იყო მოსალოდნელი და ჩვენგან უამრავჯერ ნათქვამი.
და ახლა ენმ-ს უმანდატო ულტრაბოიკოტისტები და მათი მხარდამჭერები/ აქტივისტები თუ პროპაგანდისტები ისევ მტერს ეძებენ იქ, სადაც მტერი არაა.
რუსეთს ელანდება, რომ მთელი მსოფლიო ერჩის….კომპლექსია ეს. მთლად ნუ დავემსგავსებით, ისედაც ბევრი რამ გამოგვაყოლეს სამარცხვინო იმპერიაში ორასწლიანი შეგუებული, ადაპტირებული ყოფნიდან.
გიგა ბოკერია, ნინო ბურჯანაძე და კამპანია სუსტ და ღიმილისმომგვრელ, გაძვალტყავებულ, პოლიტიკურად გაკოტრებულ წაკბენებს გააგრძელებენ, ამჟამად ნაცები იქნებიან სამიზნე ერთ ხანს. და რა მერე? რა პრობლემაა? პოლიტიკური ქარავანი მიდის…
მესმის, რომ სტრატეგიული და ტაქტიკური შეცდომების კასკადი მოუვიდა გიგა ბოკერიას და მისიანებს. შეცდომა ადამიანურია, შეცდომაში გაჯიუტება კი…ცუდია. არც პირველ ტურში მაჟორიტარული ოლქების მოგების ყალბი ილუზია იყო კვალიფიციური პოლიტიკა( ეს სულაც არ ეხება მარტო ევსაქებს). არავის არ მოუგია პირველ ტურში, არც ნიკა მელიას. მეორე ტურის ტაქტიკა იყო სწორი. ასე იქნება მერობაზეც. ყოველთვის არსებობს მესამე და ა. შ. კანდიდატები, რომლებიც გამორიცხავენ ფაქტიურად ოპოზიციონერის გამარჯვებას პირველ ტურში. მაინც წინ გვაქვს ამ ელემენტარულ მოცემულობაზე კამათი …
რიცხვები, ფაქტები ამას ადასტურებს. და მაინც იქნება ბევრი, ვინც დაიჩემებს იგივეს…ფაქტებს ეწინააღმდეგება? მით უარესი ფაქტებისთვისო, შეიძლება ერთი- ორმა წიგნიერმა გვითხრას კიდეც:
დავით ბერძენიშვილი,პოლიტიკოსი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close