სიღნაღის ამბები

,,ბატონო მამუკა, უმორჩილესად გთხოვთ, დაინტერესდეთ სიღნაღის მერიის მაღალჩინოსნებით”

,,არ შემიძლია არ გამოვახმაურო ამ უსიამოვნო ინციდენტს, თუნდაც იმიტომ, რომ ორივე პიროვნება ჩემთვის პატივსაცემი ადამიანები არიან!
რა თქმა უნდა, ცალსახად ვგმობ ნებისმიერ ზეწოლასა და ძალადობას, მაგრამ მოგეხსენებათ, ყველა ქმედებას რაღაც წინასწრები ფაქტორები ყოველთვის აქვს და ეს ინციდენტი ასეთი სახით არც პირველია და არც უკანასკნელი იქნება, ვინაიდან, სიღნაღის მერიის მაღალჩინოსნების მიერ სერიოზული ზეწოლა მიმდინარეობს მერიის თანამშრომლების მიმართ, თუნდაც უმნიშვნელო ლაიქის ან კომენტარის დადების შემთხვევაში იმ პირებზე, ვინც მათი სასურველი პერსონები არ არიან, არამარტო თანამშრომლებზე, არამედ მათ ნათესავებზეც კი. თუ ისინი გაბედავენ რაიმე თავისუფალ კომენტარს, მათი ნათესავი უადგილოდ დარჩება.
აი, ასეთი გარემოს შექმნის სათავეა სწორდაც ეს შემთხვევაც. რა ქნან თანამშრომლებმა? კარგი საქმეებისათვის ისჯებიან და უსამსახუროდ დარჩებიან. იციან ეს და ამიტომ, ამ წახალისებულ ძალადობებით იჩენენ ინიციატივას, თორემ ძალიან კარგად ვიცნობ გიორგი გელაშვილს და მასზე ყურადღებიანი ადამიანი იშვიათად შემხვედრია, მაგრამ ის გამოვიდა ახლა განტევების ვაცი თავისი არაწორი ქმედებით და დანარჩენები არაფერ შუაში არ არიან თითქოს, როგორც სჩვევიათ მათ არაერთ შემთხვევაში.
თუნდაც ვაქირის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის გაშვების შემთხვევაში, ასევე, როგორც ანტიკორუფციული დანაშაულის გახსნის შემთხვევაში და უამრავი კიდევ…
მინდა კიდევ ერთხელ მივმართო ბატონ პრემიერ მინისტრს: ბატონო მამუკა! მამუკა ბახტაძე Mamuka Bakhtadze თქვენ ისე პრინციპულად და მყარად დაიწყეთ პირველივე ნაბიჯები რომ ძალიან დიდი იმედი მომეცა სამართლიანობის აღდგენის ნებისმიერ სტრუქტურაში! უმორჩილესად გთხოვთ, დაინტერესდეთ სიღნაღის მერიის მაღალჩინოსნებით, მათი მფარველებით და დარწმუნებული ვარ უამრავ საკითხს ახდით ფარდას, სხვაგვარად უამრავ შემთხვევაში კიდევ ბევრჯერ წაროჩინდება ეს უწყება უარყოფით ჭრილში და ეს თქვენს იმიჯზეც რათქმაუნდა იმოქმედებს მართლაც გუწრფელად გირჩევთ კარგად გამოიკვილოთ ეს ( კვირიკაშვილის ბარტყები) რადგან ისინი თქვენი გუნდიოს წევრები ვერასოდეს გახდებიან და სულ ზურგს უკან საშიშროება იქნება მათი ღალატის!” _ წერს სოციალურ ქსელში სიღნაღის მერიის ყოფილი თანამშრომელი, მაია  სუხიშვილი. 

მისი აღშფოთების მიზეზი კი გახდა knews.ge -ს მიერ გამოქვეყნებული  სტატია:

,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგის მცხოვრები ნინო გოგოლაშვილი ადგილობრივ თვითმმართველობას ზეწოლაში ადანაშაულებს. 

გოგოლაშვილის მტკიცებით, მას შემდეგ რაც სოფელში არსებული დაზიანებული გზის და წყლის პრობლემაზე სხვადასხვა მედიასაშუალებას ინფორმაცია მიაწოდა, მასთან სიღნაღის მერიის კომუნალური სამსახურის უფროსის, ჯონდო გელაშვილის ძმა, გია გელაშვილი მივიდა და მისი დაშინება სცადა.
მან მომხდარი ფაქტის შესახებ ადგილობრივ თვითმმართველობას აცნობა და აღნიშნული პირების სამსახურიდან გათავისუფლება მოითხოვა. ნინო გოგოლაშვილის თქმით, თუ მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, აუდიო მასალას, რომელიც თავად აღნიშნულ პირთან შეხვედრისას ჩაწერა, სახალხო დამცველსა და შესაბამის სამსახურებს მიაწვდის.
,,ჩემი აქტიურობა ანაგელების პრობლემებთან დაკავშირებით ყველასთვის ცნობილია, წყლის და გზის პრობლემების მოგვარებას მოვითხოვ. ჟურნალისტებსაც ვესაუბრე ამ საკითხზე. რამდენიმე დღის წინ კი დილის 8 საათზე, სახლში ჩემთან მოვიდა მაღალი, ოდნავ ჭაღარა შუახნის მამაკაცი შავი სათვალით, რომელიც უტიფრად სიგარეტს მაბოლებდა სახეში და აგრესიული ტონით მესაუბრებოდა. ის პასუხს მთხოვდა ჩემს ქმედებაზე და მეუბნებოდა, რატომ დადიხარ და ჩივიხარო მედია საშუალებების წარმომადგენლებთანო. ის მოვიდა ჩემს შესაშინებლად და გასაჩუმებლად. ფაქტს ჰყავს თვითმხილველებიც და არსებობს ჩანაწერებიც. მოვითხოვ ამ ადამიანის საჯარო სამსახურიდან დაუყოვნებლივ გაშვებას და მისი ძმის, რომელიც სიღნაღის მერიის კომუნალური სამსახურის უფროსია და საკუთარი ძმა ჰყავს მძღოლად გაფორმებული. ამ მოთხოვნით მივმართე თვითმმართველობას და ველოდები მათგან პასუხს. წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებლად მივმართავ სახალხო დამცველის აპარატს და შესაბამის ორგანოებს’’,- აღნიშნა knews.ge-სთან საუბრისას ნინო გოგოლაშვილმა.
როგორც knews.ge-ს მერიაში განუცხადეს, გია გელაშვილი ნინო გოგოლაშვილთან მხოლოდ გზის და წყლის პრობლემაზე დეტალების გასაგებად და საკითხის დასაზუსტებლად მივიდა. სიღნაღის ვიცე-მერის, მადონა ბატიაშვილის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ გელაშვილს მოქალაქისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია და ის არ დაუშინებია, მათ აღნიშნულ პირს გაფრთხილება მაინც მისცეს.
,,შეურაცხყოფის ფაქტი არ ყოფილა. ნინო გოგოლაშვილთან კომუნალური სამსახურიდან მივიდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ პრობლემასთან დაკავშირებით გარკვეული საკითხი დაეზუსტებინათ. გია გელაშვილი ისეთი კარგად მუშაობს, რომ დღემდე სიტყვიერი საყვედური და გაფრთხილებაც კი არ ჰქონია. თანამშრომელს კი სამსახურიდან ასე არ ათავისუფლებენ. ამას აქვს თავის წესები. გია გელაშვილს ამ საკითხზე გაფრთხილება მივეცით, რომ ასე არ უნდა მოიქცეს, თუმცა ვიცით, რომ არაფერი დაუშავებია. ის ჩანაწერი, რომელზეც გოგოლაშვილი საუბრობს, ჩვენც მოვისმინეთ. თავისი ნებაა გაასაჯაროვებს თუ არა. რაც შეეხება აღნიშნულ პირთან გია გელაშვილის მისვლას, ის გაღიზიანებული იყო და თავად მივიდა, ვიდრე ჩვენ გავარკვევდით რაიმეს. ამ საკითხზე მერმაც და მეც ნინო გოგოლაშვილს ბოდიში მოვუხადეთ. მას შემდეგ რამდენჯერმე შევხვდით მას და აღნიშნულ საკითხზეც ვისაუბრეთ’’,- განუცხადა Knews.ge-ს მადონა ბატიაშვილმა.

 

 

Related Articles

Back to top button
Close