საზოგადოება

ენათმეცნიერების ინსტიტუტის თანამშრომლებს საფრთხე ემუქრებათ

ენათმეცნიერების ინსტიტუტის თანამშრომლებს საფრთხე ემუქრებათ. ნაგებობა, რომელიც ას წელზე მეტია ინგოროყვას ქუჩაზე მდებარეობს, ნგრევის პირასაა. შენობაში ბზარები და ნაპრალებია.

სავალალო მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა ინტერნეტში ფოტოხელოვანმა, გოგა ჩანადირმა გამოაქვეყნა.

“პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს!
თბილისის მერ კახა კალაძეს!
თსუ-ს რექტორ გიორგი შარვაშიძეს!

პატივცემულო ბატონებო!
დააკვირდით პირველ ფოტოს. ეს არნოლდ ჩიქობავაა, დიდი ენათმეცნიერი. მომდევნო წელს 120 წლის იუბილე აქვს.
თუმცა, მას არ უნდა ამის აღნიშნვნა. მას ურჩევნია ბზარებს ამოეფაროს, რადგან სირცხვილით იწვის. მისი სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი დანგრევის პირასაა. თანამშრომლებს ჭერი ემხობათ და იატაკი ეცლებათ.
ერთხელაც იქნება და უბედურება დატრიალდება.
თქვენ და ჩვენ ქართულად რომ ვლაპარაკობთ, ენაში დადებითი ძვრები რომ ხდება, ამ ინსტუტუტისა და აქაური მეცნიერების დამსახურებაა.
სალიტერატურო ნორმები და 100-ზე მეტი ლექსიკონი რომ გვაქვს, ასე სიღრმისეულად რომ არის შესწავლილი იბერიულ-კავკასიური ენები, ესეც ამ ინსტიტუტის დამსახურებაა.
ეს არის ადგილი, სადაც ხელისგულით სატარებელი ადამიანები მუშაობენ.
ამ დროს კი, რა ხდება?
ქალაქის ცენტრში, სახელმწიფო კანცელარიასთან, ინგოროყვას 8-ში მდებარე შენობა მათ თავზე ენგრევათ.
არნოლდ ჩიქობავა კი ბზარებს ატუზვია და სირცხვილისგან იწვის.
გთხოვთ, გადაარჩინოთ ენათმეცნიერების ინსტიტუტი” _ წერს ჩანადირი.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ უნდა განახორციელოს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობის რეაბილიტაცია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close