საზოგადოება

“ელიავას ბაზრობა სხვა ტერიტორიაზე არავის ხარჯზე არ უნდა გადავიდეს, არავინ უნდა დაიჩაგროს”

თბილისის განვითარების გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის წევრების განცხადებით, გეგმა უკვე მერიაშია წარდგენილი.

რაც შეეხება უშუალოდ ელიავას ბაზრობასთან დაკავშირებით გენგეგმაში არსებულ რეკომენდაციას, მისი თქმით, დოკუმენტში არსებობს ჩანაწერი, რომელიც ელიავას ბაზრობის სხვა ტერიტორიაზე გადატანას ითვალისწინებს, თუმცა სამუშაო ჯგუფი მერიას სთავაზობს გეგმას და დანარჩენი მერიამ უნდა გადაწყვიტოს.

”მერიამ შეიძლება ხვალვე გადაიტანოს, შეიძლება საერთოდ არ გადაიტანოს. თუმცა, ჩვენ ყოველთვის ხაზგასმით ვაფიქსირებთ იმას, რომ არავის ხარჯზე არ უნდა გადავიდეს ეს, არავინ უნდა დაიჩაგროს და შეწუხდეს ამით”, – განაცხადა არჩილ ბარბაქაძემ.

სამუშაო ჯგუფის კიდევ ერთი წევრის, მამუკა ბოლქვაძის თქმით კი, ელიავას ბაზრობასთან დაკავშირებული ჩანაწერი გულისმხობს მფლობელებთან მოლაპარაკებას და მათი პირობების დაცვას.

მისივე ინფორმაციით, მერიამ გეგმის განხილვა უნდა წარმართოს 2-3 თვის განმავლობაში, სხვადასხვა წინადადებებისა და შენიშვნების გათვალისწინების შემდეგ კი, ის დასამტკიცებლად საკრებულოს წარედგინოს.

Ipn.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close