საზოგადოება

,,პაციენტს ხელი გიბსში ჩაუსვეს და კალკულაციაც მიაყოლეს – 695 ლარი” _ რა მოხდა ინგოროყვას კლინიკაში?

,,არაპროფესიონალიზმი, დაუდევრობა, კრიმინალი, უმეცრება თუ რა უბედურებაა ეს?

გუშინ, ინგოროყვას სახელობის კლინიკაში ,,სოლიდარობის სახლის” ბენეფიციარს, ბავშვის ხელის გიბსში ჩასმის საფასური, 695.40 თეთრი მოსთხოვეს. ჩვენ პაციენტისგან მოვითხოვეთ ფორმაN100 და კალკურაციის დამადასტურებელი ცნობა წარმოედგინა, რომ გავცნობოდით ექიმის მანიპულაციებს. ბენეფიციარმა გამომიწოდა ფარატინა ქაღალდი, სადაც მხოლოდ გადასახადი თანხის ოდენობა წერია. დააკვირდით ქვემოთ მოტანილ ფოტოს, სადაც გარკვევით წერია, 695.40 ლარი, ეს გახლავთ კალკურაცია(?!.)…. ,,სოლიდარობის სახლისა” და ჯანდაცვის სამინსიტროს ჩარევით, თანხამ დაიწია და პაციენტს მხოლოდ 100 ლარის გადახდა მოუწია.
რომ არა განგაში, ოჯახს უკანასკნელი მარჩენალი ძროხა უნდა გაეყიდა საავადმყოფოს ვალის დასაფარად, მარტოხელა დედა ორი ბავშვით, ფაქტიურად მშივრები რჩებოდნენ და მივიღებდით კიდევ ერთი ოჯახის განადგურებას.

გუშინდელი ისტორია
ინგოროყვას კლინიკის ტყვეები……
,,სოლიდარობის სახლის” ბენეფიციარმა, 7 წლის გ.ც.-მ, დაცემით ხელი დაიზიანა. თელავის საავადმყოფოში რენტგენმა მოტეხილობა აჩვენა და ექიმებმა მშობლებს ურჩიეს, სასწრაფოდ თბილისში საოპერაციოდ გადაეყვანათ. დასძინეს, რომ საყოველთაო პროგრამა აფინანსებდა ოპერაციას, თანაც მაღალმთიანი რეგიონიდან მყოფებისთვის მეტი პრივილეგიააო. მშობლებმა გადაიხადეს რენტგენის თანხა და ღამის 1 საათისთვის ინგოროყვას სახელობის კლინიკაში იყვნენ. დილის 10 საათზე, ბავშვი საოპერაციოდ შეიყვანეს. მაგრამ… 15 წუთში უკან გამოაბრუნეს, ტრანვატოლოგებმა განაცხადეს, მოტეხილობა არ არის, ნაღრძობიაო, პაციენტს ანეზთეზია გაუკეთეს, ხელი გიბსში ჩაუსვეს და კალკურაციაც ზედ მიაყოლეს: გადასახადი გაქვთ 695 ლარიო!……….. სასოწარკვეთილმა პაციენტმა შეიცხადა: აკი არაფერი გექნებათ გადასახადიო. შიმშილით ლამის დავიხოცოთ და საიდან გადავიხადო ეს თანხა?. ამის პასუხად გამოუცხადეს, რომ სანამ არ დაფარავენ დავალიანებას, საავადმყოფოს ვერ დატოვებენ. პაციენტის ინფორმაციით, ის ევედრა ადმინისტრაციას, განცხადებას დავწერ, ორ კვირაში ბავშვი უნდა მოვიყვანო, ხომ არ დავიკარგები და გამიშვითო. მაგრამ… ის ისევ ტყვეობაშია…
,,სოლიდარობის სახლის” დაუკავშირდა მენეჯერს, რომელმაც განაცხადა, რომ 1100 ლარიდან ნაწილი დააფინანსა საყოველთაო პროგრამამ, დანარჩენი კი 695.40 ლარი არის გადასახადი. პაციენტმა ისარგებლა სტანტარტულად, განსაკუთრებული პაკეტი მას არ ჰქონია. რომ მან დაანგარიშება მოახდინა ექიმის მიერ მიწოდებული ოპერაციის კოდების მიხედვით.
,,სოლიდარობის სახლს” ექიმმა ალეკო კვერნაძემ გააცნო დიაგნოზი: სახსრის ამოვარდნილობა………
ამ საქმესთან დაკავშირებით მოგაწოდებთ ინფორმაციას. იმედია, საავადმყოფოს ტყვეები მალე გათავისუფლდებიან” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ,,სოლიდარობის სახლი”.

.

.

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close