საზოგადოება

ეკა ხოფერია: თქვენ თუ გქონიათ იმედგაცრუება, წინააღმდეგობები სამსახურის თუ კარიერის გზაზე?

,,რა ამბავს უნდა მოგიყვეთ. ეს ფოტო არის პირველი გადაცემის და პირველი “პროფილის” ფოტო ჩვენს გვერდზე. უცნობის პირველი ღია ეთერი იყო, მაშინ ღია ეთერში გავდიოდით. ჰოდა, რატომ გამახსენდა. მას მერე , რაც გვერდს სახელი შევუცვალე და ” ეკა ხოფერიას თოქ-შოუს” ნაცვლად ” ეკა ხოფერიას ოფიციალური გვერდი” დავარქვი ცოტათი, მაგრამ გამომწერებმა იკლო. მე როგორც დავითვალე ( და რა დასამალია, დავითვალე,  ჩვენ ხო აქ გულახდილად ვლაპარაკობთ), 50 მაყურებელმა გვერდს ” ანლაიქი” გაუკეთა. ახლა არ მეჩხუბოთ, ქართულად როგორაა ეს ამბავი ,ამ წამს არ მახსენდება. თავიდან გული დამწყდა, თითქოს, პირველი ნიშანი იყო იმის, რომ, აი, არ გაქვს შენ გადაცემა და დამიბრუნე ჩემი ” მოწონება”, დავჯექი ბაკურიანის ერთ საყვარელ ადგილზე ჩრდილში და დავფიქრდი. ხედავ? ვეუბნები ჩემს თავს. ალბათ, სიტყვაზე ,ცნობილი მსახიობები ან მომღერლები ან თუნდაც ტელეწამყვანები რა მძიმედ განიცდიან აუდიტორიის გარეშე რომ რჩებიან. მერე მე რისი ეკა ვარ , პირიქით რომ არ მეფიქრა. ჯობია თავიდანვე იყო გულახდილი, მზად ” ანლაიქებისთვის” და ბევრი წვრილი თუ სერიოზული წინააღმდეგობებისთვის, ვიდრე იცხოვრო ვირტუალურ ” ეკა ხოფერიას თოქ შოუში”. ეს ჩემს გეგმებს კიდევ უფრო მეტ მიზანდასახულობას და ენერგიას მატებს. იმ მაყურებლის კი არ მწყინს, მას გადაცემა აინტერესებდა და უყვარდა და მადლობა მას ამისთვის.

თქვენ თუ გქონიათ იმედგაცრუება, წინააღმდეგობები სამსახურის თუ კარიერის გზაზე, რა ტიპის? პესიმიზმს შეუპყრიხართ თუ პირიქით , გაასმაგებული ოპტიმიზმით ” დაგიტრიალებიათ მთები? საღამო მშვიდობისა ბაკურიანიდან” _ წერს ტელეწამყვანი ეკა ხოფერია სოციალურ ქსელში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close