სამართალი და კრიმინალი

თელავში 6 თვის ორსული გარდაიცვალა

თამარ ურჩუხიშვილის ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა, მიმდინარეობს გამოძიება

თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში 6 თვის ორსული, თამარ ურჩუხიშვილი გარდაიცვალა. გარდაცვლილი წარმოშობით თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასამხრალიდან იყო.

.

ურჩუხიშვილის ახლობლები ყვებიან, რომ ქალი კლინიკაში თავდაპირველად მუცლის ძლიერი ტკივილით შეიყვანეს, სადაც ერთი კვირის განმავლობაში მკურნალობდა. მოგვიანებით ის გაწერეს, თუმცა მდგომარეობის გაუარესების შემდეგ კლინიკაში ხელახლა დააბრუნეს.

ექიმებმა საბოლოოდ ნაწლავის პრობლემის დიაგნოზი დასვეს, თუმცა ამ დროისათვის ნაყოფი უკვე დაღუპული აღმოჩნდა. ქირურგიული ოპერაციის შემდეგ ქალს სეფსისი განუვითარდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამოღებულია სამედიცინო დოკუმენტაცია და კომპიუტერული მასალა. საქმეს ასევე სწავლობს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო.

თამარ ურჩუხიშვილის ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. 37 წლის ქალს სოფელ ნასამხრალში დაკრძალავენ.

„პრაიმტაიმი“ 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close