საზოგადოება

,,ევროკავშირში დაჩქარებული წესით მიღების განაცხადი არის დიდი ბლეფი”

,,სახელმწიფო რომელიც ხელში აქვს ჩაგდებული პუტინის ოლიგარქს, ვერ ვატარებთ თავისუფალ არჩევნებს, არ გვაქვს თავისუფალი სასამართლო და საერთოდ დემოკრატიული ინსტიტუტები და უფლებები დასამარებულია, ევროკავშირისათვის კი არა, რუსეთის გუბერნიობისთვისაა განწირული"

ევროკავშირში დაჩქარებული წესით მიღების განაცხადი არის დიდი ბლეფი და ნუ ექნება ზოგიერთს ხბოს აღტაცება:
1.ხელისუფლება, რომელიც დასავლეთ-რუსეთის დაპირისპირებაში აღმოჩდა პუტინის კოალიციაში ევროკავშირში კი არა, ევსაბჭოდანაც არ გამოგვაგდონ და ასოცირების ხელშეკრულებაც არ გააუქმონ.
2. ოლიგარქის ხელისუფლება ამ განაცხადს იმიტომ აკეთებს ახლა, რომ შიგნით და გარეთ შექმნან ყალბი პიარი თითქოს პროდასავლური არიან. (წინასწარ იციან ამ განაცხადს ამ სიტუაციაში არავინ განიხილავს).
3.სახელმწიფო რომელიც ხელში აქვს ჩაგდებული პუტინის ოლიგარქს, ვერ ვატარებთ თავისუფალ არჩევნებს, არ გვაქვს თავისუფალი სასამართლო და საერთოდ დემოკრატიული ინსტიტუტები და უფლებები დასამარებულია, ევროკავშირისათვის კი არა, რუსეთის გუბერნიობისთვისაა განწირული.
გიორგი გუგავა, ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივანი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
Close