პოლიტიკა
,,დღეს წყდება არა ადგილობრივი თვითმმართველობის, არამედ მთელი საქართველოს ბედი”

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა არჩევანი ტექნიკური უნივერსიტეტის მესამე კორპუსში გააკეთა, სადაც 48-ე საარჩევნო უბანია გახსნილი. შალვა ნათელაშვილმა მოქალაქეებს მოუწოდა, რომ მივიდნენ არჩევნებზე.
„არჩევნებზე არმოსვლა საქართველოსთვის ტყვიის სროლის ტოლფასია. ნუ გავხდებით ამ ცოდვის მონაწილეები კიდევ ერთხელ,“-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
მისივე თქმით დღეს წყდება არა ადგილობრივი თვითმმართველობის ბედი, არამედ მთელი საქართველოს ბედი.


![Photo of მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელო” დააფუძნა [ვიდეო]](https://euronews.ge/wp-content/uploads/2019/09/DSC_0248.jpg)
