ჯანდაცვა

,,დღეს სამი წამალი ვიყიდე და აფთიაქში 500 ლარი დავტოვე…” _ ბასიანზე მეტად აფთიაქი გვაწუხებს

დარეჯან მეფარიშვილი, ჟურნალისტი:

_ სადღაც, რომელიღაც კლუბში, პოლიცია შევარდაო, როგორ გვაკადრესო – “ბასიანია” საქართველოს სავიზიტო ბარათიაო და რუსთაველი გადაკეტეს, თითქოს ქალაქის “არტერია” კი არა, “ტუპიკი” (ჩიხი) ყოფილიყო…
გოროდის “თავებმა” თუ ქვეყნის სათავეებმა არტერიები გადაიჭრეს, როგორ აწყენინეს “ჩვენს ძმებსა” და “ჩვენს დებსო”, “კაი ბიჭების” “ახლობლებსო…
დღეს სამი წამალი (ისიც 10-15 დღისა და დღეში ერთხელ რომ უნდა მიიღოს მამაჩემმა) ვიყიდე და აფთიაქში 500 ლარი დავტოვე…
გამგები გაიგებს რაც ვთქვი და ტვინი რომ უნდა გაანძრიონ, იმათ “დაღეჭილი” რომ “ჩავუდო” თავში, მაინც თავისას გაუბერავენ…

“ბასიანზე” მეტად “აფთიაქი” რომ გვაწუხებს და ხმას არ ვიღებთ… 

პ.ს. ამხელა სიკეთეს აკეთებს სახელმწიფო, ადამიანებს ურთულეს ოპერაციებს ლამის უფასოდ უკეთებენ და ეს “ძალიან ქველმოქმედი და ძალიან ჰუმანური” “ბიზნესმენები” ყველა სიკეთეს, ყველა მადლს და მადლობას წყალს და მეწყერს ატანენ…
ვინმე არ მიდიხართ თურქეთში? 500 ლარად სამი თვე რომ ეყოფა იმდენი წამალი მომდის, დამდეთ პატივი, გაგატანთ ფულს და ჩამომიტანეთ, თქვენი საუკუნო ვალი მექნება…

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close