დიდი ოთხშაბათი – ქრისტიანთათვის საოცარი დღე
იუდა ისკარიოტელის სახელი მოღალატის, გამცემის სინონიმად იქცა
მაცხოვრის ამაღლების შემდეგ იგი დაუცხრომლად ქადაგებდა უფლის სიტყვას იუდეაში, გალილეაში, სამარიასა და იდუმეაში, შემდეგ არაბეთის, სირიისა და მესოპოტამიის ქვეყნებში მოგზაურობდა, ბოლოს კი ქალაქ ეფესოში ჩავიდა, სადაც სამოცდათთაგანი მოციქულის, თადეოზის მიერ დაწყებული საქმე დაასრულა. შემონახულია ცნობა, რომ იუდას სპარსეთშიც უქადაგია ქრისტიანობა და იქვე დაუწერია თავისი კათოლიკე ეპისტოლე ბერძნულ ენაზე. წმინდა მოციქული მოწამებრივად აღესრულა სომხეთის ქალაქ არათში. უსჯულოებმა იგი ჯვარზე გააკრეს და ისრებით განგმირეს.
საიდუმლო სერობის დროს, იუდას უკვე ჩადენილი ჰქონდა ღალატის აქტი და ეს იცოდა იესომ, მაგრამ .სხვა მოციქულების მსგავსად მასაც დაბანა ფეხები. არც ამ დროს გაიღვიძა მისმა სინდისმა. იუდა ისკარიოტელმა 30 ვერცხლის ფასად გასცა იესო ქრისტე და შეაპყრობინა იუდეველთა მღვდელთმთავრებს, რომელთაც რომაელების დახმარებით იგი ჯვარს აცვეს. შუა საუკუნეების და აღორძინების ხანის ხელოვნებაში წარმოსახავდნენ: ღალატის სცენას (იუდა ისკარიოტელი კოცნის იესო ქრისტეს და ამით მიანიშნებს მასზე. აქედან გამოთქმა – იუდას ამბორი) და საიდუმლო სერობას. ქრისტეს შეპყრობის შემდეგ იუდა ისკარიოტელმა თავი ჩამოიხრჩო (მათე, თ. 26-27). იუდა ისკარიოტელის სახელი მოღალატის, გამცემის სინონიმად იქცა.