საზოგადოება
დაუდასტურებელი ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს მშვიდობიანი მოქალქე გარდაიცვალა

დაუდასტურებელი ინფორმაციით გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს მშვიდობიანი მოქალქე გარდაიცვალა. ამ საკითხზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სუს-ის ხელმძღვანელი, ვახტანგ გომელაური სპეცოპერაციის დროს დაჭრილ სამართალდამცავებს საავადმყოფოში მოინახულებს. სპეცოპერაციის შედეგად გარდაიცვალა ერთი სპეცრაზმელი.
სუს-ის ცნობით, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი. ლიკვიდირებულია 3.