საზოგადოება

“დამწვრობის ცენტრში ყველაზე პატარა 4წლის ბავშვია, ასევე გვყვავს ლუდით დამწვარი პაციენტები”

დამწვრობის ცენტრის ინფორმაციით, ზაფხულის სეზონზე სამედიცინო დაწესებულებას დამწვრობის სხვადასხვა ხარისხით 118 პაციენტმა უკვე მიმართა.

როგორც საზოგადოებრივს დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, დღეის მდგომარეობით, კლინიკაში მზით დამწვარი10 პაციენტი წევს, მათგან შვიდი მოზარდი, სამი კი ბავშვია. ყველაზე პატარა ოთხი წლისაა.

“ამ სეზონზე სულ 118 პაციენტს დავეხმარეთ, 20 სტაციონარში დანარჩენს ამბულატორიულად. გვყავს 4 წლის ბავშვიც, რაც ძალიან ცუდი ფაქტია. მეტი ყურადღებაა და სიფრთხილეა საჭირო. დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევაც, როცა პაციენტმა უკეთესი რუჯისთვის დამწვრობა სხეულზე ლუდით მიიღეს”, – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

 

საზოგადოებრი მაუწყებელი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close