საზოგადოება

,,ასეთ ხალხებს ასახლებს ჩვენი უწიგნურ-აგენტურულ-კლანურ-კორუფციულ-ლიბერასტული ხელისუფლება წლების მანძილზე საქართველოში” _ ყველაფერი ირანზე

,,ირანის ისტორიული მადა და გურჯისტანი !!!!!

(ამას ყველგან ვერ წაიკითხავთ)

ირანი აზიის უმნიშვნელოვანესი ქვეყანაა 85 000 000 მცხოვრებით. ის კასპიის ზღვის სამხრეთ სანაპიროსა და ინდორთის ოკეანეს შორისაა გაწოლილი და აზიის ერთგვარ გამყოფს წარმოადგენს წინა აზიასა და შორეულ აღმოსავლეთს შორის. მისი აფეთქება და საომარ რეჟიმში გადასვლა კი უდიდესი და მძიმე შედეგების მომტანი იქნება უპირველესად მისი მახლობელი ქვეყნებისთვის. ირანის ეთნიკური შემადგენლობა ჭრელია, მაგრამ ძირითად მასას მაინც თურქულენოვანი ხალხები ქმნიან, რომელნიც საუკუნეების განმავლობაში შუა აზიის სტეპებიდან გამოსული მომთაბარე თურქმან-მონღოლების შთამომავლები არიან. მათი სახელმწიფოებრივი ენა მართალია ფარსია, მაგრამ ყოველდღიურ და ოჯახურ ენად თურქულს იყენებენ სხვადასვა დიალექტით. უძველესი და აბორიგენი სპარსული ეთნო-ელემენტი კი სულ ცხრა პროცენტია ირანში დარჩენილი და ისინი ძირითადად სამხრეთ პროვინციებში არიან მოქცეულნი. მძლავრობენ აგრეთვე ქურთები. სწორედ ქურთული და თურქმანული ეთნოსია დღეს ირანის პოლიტიკურ-სამხედრო აზროვნების წარმმართველი. ირანში სახელმწიფო რელიგია შიიტურია. ესენი იმიტომ ჩამოვთვალე, რომ დღევანდელი ირანი იდეოლოგიურად, პოლიტიკურად, სამხედრო მიზნებით და რაც ძალიან მნიშვნელოვანია ელიტის ეთნოშემადგენლობით ერთი ერთში ემთხვევა აგრესიულ ყიზილბაშურ ირანს, რომელიც შიიტური რელიგიური ელიტის წარმომადგენელმა დინასტიამ — სეფიანებმა დააარსეს მე-15, მე-16 საუკუნეების მიჯნაზე. ირანში ვისაც უცხოვრია დამეთანხმება, რომ ირანელების დამოკიდებულება გურჯისტანისადმი განსაკუთრებულია. ეს განსაკუთრებულობა კი იმაში გამოიხატება, რომ ნებისმიერი საშუალო განათლების მქონე ირანელი საქართველოს, მისი სახელმწიფოს კანონიერ ნაწილად მიიჩნევს. ხოლო ეს კანონიერება და სამართალი უნდა აღდგეს, რომელიც რუსეთმა დაარღვია მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში გურჯისტანის შეერთებით. ამ პრეტენზიას ირანში ნებისმიერი ტაქსის მძღოლი წამოგიყენებთ. ამ ხალხს ფოლკლორში, ისტორიაში და გენეტიკურ ანდერძში აქვთ ჩაბეჭდილი საქართველოს ზღაპრულობა, ნაყოფიერება, სტრატეგიული მდებარეობა (შავი ზღვიდან ევროპაზე გასასვლელია მათთვის) ჰავა, ბუნება და შეუდარებელი ქართველი ქალი. 14 წელი ვიცხოვრე ირანში, ვარ პროფესიით ირანისტი და რაც ზემოთ მოგახსენეთ ძვალში მაქვს გამჯდარი როგორც აქსიომა. ჩვენ საქმე გვაქვს აგრესიულ სახელმწიფოსთან რომელსაც გურჯისტანთან მიმართებაში კონკრეტული მიზნები გააჩნია ისტორიული ,,სამართლიანობიდან” გამომდინარე. აკი არც ირანის პრეზიდენტმა დამალა შარშან მაღალი ტრიბუნიდან ის რაც ამ სტატიაში მოგახსენეთ. მან სიტყვა სიტყვით თქვა რომ გურჯისტანი ირანის ნაწილია და ეს განაცხადა მსოფლიო მედიის ყურადსაღებად.
აი, ასეთ ხალხებს ასახლებს ჩვენი უწიგნურ-აგენტურულ-კლანურ-კორუფციულ-ლიბერასტული ხელისუფლება წლების მანძილზე საქართველოში. მათ შეძენილი აქვთ ასიათასობით უძრავ-მოძრავი ქონება, მიწა და საწარმოები. ეს მთავრობაა ამ სურათის ავტორი და ესენივე არიან სათავეში ასეთ მძიმე დროს, რომელი დროც მე პირადად დიდგორის ომის წინა განწყობებს მაგონებს, რაღა თქმა უნდა სხვა დროში და სხვა სცენარით. ქვეყანას კი მართავს ამ საგანგაშო სცენარის ავტორი ძალების მონა და აგენტი — ,,ხელისუფლება. დასკვნები თქვენთვის მომინდია. (იქნებ გავაზიაროთ)
გურამ ქართველიშვილი” _ წერს გურამ ქართველიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. 

Related Articles

Back to top button
Close