მსოფლიო

,,დაიწყო! რამდენიმე წუთის წინ ბაღდადში დაიბომბა აშშ-ს საელჩოს მიმდებარე ტერიტორია”

ზურა ბატიაშვილი, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მკვლევარი :

_ და დაიწყო – რამდენიმე წუთის წინ ბაღდადში დაიბომბა აშშ-ს საელჩოს მიმდებარე ტერიტორია, ისმოდა ძლიერი აფეთქებების ხმა (ჩამოვარდა 1 ან 2 რაკეტა). მსხვერპლის ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
ვფიქრობ, ეს მაინც ადგილობრივი პროირანული ძალების ინდივიდუალური სპონტანული ინიციატივაა. კარგად დაგეგმილ ოპერაციას დრო სჭირდება. ამასთან, იგი უფრო მსხვილმასშტაბიანი და დამანგრეველი იქნებოდა. არადა, როგორც ჩანს, სამწუხაროდ, ეგ დროც ახლოვდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close